17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე

 17 მაისს  ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანი“  ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობას გეგმავს, რომელიც 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე  შეუერთდებიან სტუდენტები, საგვარეულო კავშირები, ჩოხოსანთა საზოგადოება, სასულიერო სემინარია-აკადემია, სკოლის მოსწავლეები, სპორტსმენები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და სხვა.  მსვლელობა დასრულდება სამების დიდ საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს მონაწილეებს.  პარაკლისის შემდეგ, 20:00  საათზე,  სამების ტაძრის ეზოში გაიმართება დასკვნითი კონცერტი. ასევე, დღის განმავლობაში დაგეგმილია გასართობი პროგრამები პატარებისთვის.
 17 მაისი, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღე, საქართველოში 2014 წლიდან პატრიარქის ინიციატივით აღინიშნება.