CID-ის თბილისის სექტორის დამფუძნებელთა ყრილობა

    ამა წლის 22 აპრილს, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ოფისში ჩატარდა UNESCO-ს  ცეკვის საერთაშორისო საბჭოს (CID) თბილისის სექტორის დამფუძნებელთა  ყრილობა, რომელსაც ესწრებოდნენ საერთაშორისო საბჭოს 2019 წელს   სერტიფიცირებული წევრები და შოთა რუსთაველის თეტრისა და კინოს   სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი ანანო სამსონაძე.
 სტუმრებს მიესალმა, შესავალი სიტყვა წარმოთქვა და   და ყრილობა გახსნა   საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარემ, პროფესორმა რეზო ჭანიშვილმა; კავშირის  პასუხისმგებელმა მდივანმა,  მურმან გამისონიამ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო  CID-ს  საერთო დებულება, რომელიც  ყრილობაზე ერთხმად იქნა  მიღებული. 
 ყრილობაზე CID-ს თბილისის სექციის პრეზიდენტად არჩეული  იქნა საქართველოს  ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ მარკოიშვილი, ვიცეპრეზიდენტებად დასახელდნენ  ქორეოგრაფთა კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების   განყოფილების უფროსი მენეჯერი გიორგი რუხაძე და  კავშირის ფინანსური მენეჯერი მამუკა გამისონია.