ამა წლის 19 მაისს, 13:00
საათზე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და კავშირის
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ორგანიზაციის ორგანიზებით, ასევე
კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირ „არტ-ფოლკისა“ და
კულტურის ინსტიტუტის მხარდაჭერით, მცხეთის კულტურის ცენტრში,
ზემოაღნიშნულ რეგიონში მოქმედი საბავშვო და ახალგაზრდული
ქორეოგრაფიული ანსამბლების 9 თვის საანგარიშო კონცერტი
გაიმართება.
ღონისძიების
დასასრულს გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი. მონაწილე ანსამბლებს
სპეციალური დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ .