საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების კავშირ „არტ-ფოლკისა“ და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 20 მაისს 20:00 საათზე გაიმართება საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის „ბრწყინვალებისა“ და „ამადგარის“ ორდენების, ახალი საკონცერტო პროგრამის შექმნისთვის „ოქროს მედლის“, 2012 წლის „საუკეთესო ქორეოგრაფის“ წოდების და სხვა მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური ჯილდოს მფლობელი ქორეოგრაფის სახალხო-სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების“ ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლის წევრები მიიღებენ.