საქართველოს
ქორეოგრაფთა კავშირის, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების კავშირ
„არტ-ფოლკისა“ და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 20
მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში
ანსამბლ „ფესვების“ 15 წლის საიუბიულეო სოლო კონცერტი
გაიმართა, რომელიც სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალით
დასრულდა.
კონცერტი ერთ-ერთი ტრადიციული ცეკვა ფერხული ფარცით გაიხსნა და ანსამბლის საავტორო ცეკვების პოპურით დასრულდა. მონაწილეებმა ოცდაათნომრიანი კონცერტი ორი განყოფილებით წარმოადგინეს. მათ მიერ შეასრულდა როგორც ქართული ისე სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული ცეკვები.

ღონისძიებას
ისეთი გამოჩენილი ქორეოგრაფები ესწრებოდნენ, როგორებიც ომარ მხეიძე და
ფრიდონ სულაბერიძე არიან. ასევე კონცერტზე იმყოფებოდნენ გამოჩენილი
საზოგადო მოღვაწეები, ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის პირველი
პედაგოგები და მეგობრები.
ღონისძიების
დასასრულს, დამსწრე საზოგადოებამ ფილარმონიის დიდი საკონცერტო
დარბაზის წინ გადაინცვლა, სადაც გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე
ანსამბლის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.