2019
წლის
29 მაისს, 17:00 საათზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით,
წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებულ ნუგზარ ფსუტურის სახელობის
კულტურის ცენტრში გაიმართება „სუხიშვილების“ ყოფილი
მოცეკვავე-სოლისტის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის, თენგიზ
უთმელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა „სუხიშვილები - როკვით განფენილი
ქართული გენია“, სადაც წარმოდგენილი იქნება გასული საუკუნის 60-იანი
წლების სუხიშვილების ფოტომატიანე (130
ნამუშევარი).
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა
შეხვედრა ამავე ანსამბლის „ოქროს ხანის“ ლეგენდარულ მოცეკვავეებთან -
ომარ მხეიძესთან, ფრიდონ სულაბერიძესთან, იამზე დოლაბერიძესთან,
მანანა აბაზაძესთან, ჯუმბერ ბერაძესთან და თამაზ
კიკალიშვილთან.
ღონისძიებას დაამშვენებენ
ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მოქმედი ფოლკლორული
ანსამბლები.