2019
წლის
18 ივნისს ქ. სანქტ-პეტერბურგში ალექსანდრე გორჩაკოვის სახელობის
საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის ორგანიზებით, სტარტი
ქართულ-რუსულმა ფორუმმა აიღო.
ღონისძიებაში მონაწილეობენ დელეგატები მოსკოვიდან,
სანქტ-პეტერბურგიდან და თბილისიდან. შეკრებილებს მიესალმა ფონდის
აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი ვალერი კანდოროვი, რომელმაც
აღნიშნა, რომ დღეს საჯარო დიპლომატიის როლი ქართულ-რუსულ
ურთიერთობებში მეტად მნიშვნელოვანია.
არასამთავრობო ორგანიზაციის დროებით გადაადგილებულ პირთა
კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ზურაბ ბენდიანიშვილმა საქართველოს
ევროპასთან განსაზღვრული ისტორიული კავშირები დაასახელა - " ძველი
კოლხიდის დროიდან საქართველო დაკავშირებული იყო ელინისტურ
სამყაროსთან, შემდეგ კომუნიკაციები ევროპასთან ბიზანტიიდან
ხორციელდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში
კვლავ გაჩნდა ერთიანი ნაციონალური იდეა, თავდაპირველად იგი საერთო
კავკასიური სახლის აღორძინებას ეყრდნობოდა. დღეს ჩვენი ქვეყანა
დაბრუნდა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, რაც ისტორიულად
განპირობებული პროცესია."
ეროვნული სახლის დირექტორმა ელენა კუზნეცოვამ ისაუბრა
სანქტ-პეტერბურგში ქართული დიასპორის როლის შესახებ -"მნიშვნელოვანია,
რომ სანქტ-პეტერბურგში მყოფი ქართველები სიფრთხილით ინარჩუნებენ
ტრადიციებს და გადმოსცემენ თავიანთ უნიკალურ მსოფლიო მემკვიდრეობებს,
აქტიურად მონაწილეობენ ქალაქის ცხოვრებაში. საქართველოს
ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას და ქართული წარმოშობის ყველა
პეტერბურგელს შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნების კულტურის
გაცვლის საქმეში."
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა,
მურმან გამისონიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ყოველთვის მოხარულია
რუსული ჯგუფების მასპინძლობით - " პოლიტიკური პროცესები გავლენას არ
უნდა ახდენდეს კულტურაზე"
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერებათა სკოლის
პროფესორმა გიორგი გობრონიძემ აღნიშნა, რომ ჰუმანიზმის
ფილოსოფია საქართველოში გავრცელდა 2 საუკუნით ადრე, ვიდრე ევროპაში -
" საბჭოთა კავშირის დაშლამ დაგვაყენა ბნელ ოთახში, საიდანაც ჩვენ უნდა
გვეპოვა გამოსავალი. თითქმის 500 წელია ჩვენ არ გვქონია ერთიანი
სახელმწიფო. ჩვენი ეროვნული პროექტი იყო ერთი - გადარჩენა ტურბულობის
პირობებში. რუსეთმა დაიწყო თავისი ახალი როლის ძიება გლობალურ
სივრცეში. შეცდომაა მხოლოდ ძველ ტრადიციებზე და ეკლესიაზე დაყრდნობა,
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კულტურა პირველ რიგში ინტელექტუალური
შრომის შედეგია"
ქართულ-რუსული ფორუმი გაგრძელდება 2019 წლის 20 ივნისამდე.
დასასრულს, შემუშავდება რეზოლუცია, რომელიც გაითვალისწინებს მხარეთა
სურვილებს.