საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მიმართვა ხელისუფლებას

altსაქართველოს პრეზიდენტს
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს 
ბატონ გიორგი გახარიას
 
საქართველოს განათლების,მეცნიერების,
 კულტურისა და სპორტის მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს
 
 
მძიმე დრო დაუდგა ქართულ კულტურულ ყოფას, მძიმე დრო დაუდგა ქართველ ბავშვთა სწავლებისა და აღზრდის პროცესს. ჩვენი საქმიანობის სფეროსათვის განსაკუთრებულად ხაზგასმულია ის სიძნელეები, რომელიც დაკავშირებულია ქორეოგრაფიული ხელოვნების საშუალებით მოზარდი თაობის აღზრდის ძალიან დიდი წარსულის მქონე და წარმატებულ პროცესთან.
თქვენთვის ცნობილია, რომ ქართველმა ქორეოგრაფებმა, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებმა მთელს მსოფლიოს მოსდეს ქართული საცეკვაო კულტურის სურნელება და თითქმის ყველა ქვეყნის მსმენელ - მაყურებელს გააცნეს ჩვენი ეროვნული საცეკვაო კულტურა. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღინიშნა წარმოიქმნა არაორდინალური ვითარება, როდესაც საფრთხის ქვეშ დადგა მომავალ მოცეკვავეთა მომზადების საქმე. აღარ ტარდება ტრადიციული კონცერტები, დაცარიელდა ქორეოგრაფიული დარბაზები და უმუშევრად დარჩა პედაგოგ-ქორეოგრაფები. ეს ისეთი საფრთხეა, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდეს. კერძოდ, შეწყდეს ქორეოგრაფთა მომზადების პროცესი და ამით ჩამოქვეითდეს ქართული საცეკვაო კულტურის სახე. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი სამწუხაროდ ვეღარ უმკლავდება აღნიშნულ სიძნელეებს. ამიტომ საჭიროა საგანგებო ღონისძიებები კერძოდ, აუცილებელი დამატებითი დაფინანსების მოძიება და გამოყოფა.
იმედი გვაქვს თქვენ აღნიშნული პრობლემის არსი კარგად გესმით და ხელგეწიფებათ ფინანსური შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
ჩვენის მხრიდან მზად ვართ შევქმნათ სპეციალური სამუშაო გეგმა და სწორედ ამ საფუძველზე განვკარგოთ მოძიებული თანხები.
 
პატივისცემით,   
 
რეზო ჭანიშვილი
 საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე.