არდავიწყება - თენგიზ სუხიშვილი - 82 (1938-2007)

alt

არდავიწყება
 
თენგიზ სუხიშვილი - 82
(1938-2007)
 
1938 წლის 21 ივლისს თბილისში, ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის ოჯახში, დაიბადა თენგიზ სუხიშვილი - ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1971), ხალხთა მეგობრობის (1982) და ღირსების ორდენოსანი (1995), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999), რუსთაველის პრემიის მიმნიჭებელი კომიტეტის წევრი (1993 წლიდან),
საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე (1992), ფოლკლორის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი.
 
დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი 1961 წელს.
 
1953 წლიდან საქართველოს ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი სოლისტი. 1969 წლიდან ანსამბლის ქორეოგრაფი. 1958 წლიდან - სამხატვრო ხელმძღვანელი (ნ. რამიშვილთან ერთად).
 
აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში: „სიმდი", „ქაჯეთის აღება", „ხონგა", „ხევსურული", „შეჯიბრი" და სხვა. დადგმები: „ხონგა", „მხედრული", „მთიულური", „შეჯიბრი", „გამარჯვება", „ანანური" და სხვა.