რამდენად საჭიროა ქართული ხალხური ცეკვების კომპეტენტურ პედაგოგთა მომზადება-გადამზადების პროფესიული კურსების შეთავაზება ქართულ ქორეოგრაფიულ რეალობაში.

ქართული ცეკვა არის ქართულ ფოკლორულ ცეკვათა ერთობლიობა, რომელმაც
საფუძველი ჩაუყარა ქართულ ეროვნულ-საცეკვაო ხელოვნებას. ქართულ-ხალხურ
ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ცეკვები და ცეკვისათვის
მახასიათებელი ყველა ელემენტი საუკუნეების განმავლობაში გადადიოდა
სიტყვიერ-პრაქტიკულად თაობიდან თაობებზე. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან
კი, მსოფლიო პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საფუძველი ჩაეყარა
ანსამბლების დაარსებას -- როგორც ეროვნული და კულტურული
ავთენტურობის დამადასტურებელ ფენომენსა და, შედეგად, დღეს უკვე ასობით
ანსამბლი ფუნქციონირებს ქვეყნის მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთაც.
ეს თავისთავად განაპირობა გლობალურმა პროცესმა და გაზრდილმა მოთხოვნამ
და კონკურენციამ. ანსამბლების შექმნასა და მათ სრულფასოვან
ფუნქციონირებასთან ერთად, აქტუალური გახდა პროფესიული კადრების
მომზადება, რის სიმწირესაც ახლა ბაზარი განიცდის.
შესაბამისად, სწავლა/სწავლების მეთოდიკა მეტად უნდა დაიხვეწოს,
ხოლო ტექნოლოგიები მეტად სრულყოფილი გახდეს. აუცილებელი და, მეტიც,
საჭიროა შესაბამისი კომპეტენციის, პრაქტიკის, განათლებისა და
უნარ-ჩევების მქონე მასწავლებლების მოღვაწეობა, რაც სწორ
სწავლა/სწავლების პროცესს უზრუნველყოფს. მიზნად ვისახავთ, ჩატარდეს
კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდება, თუ რა კვალიფიკაციის
მქონენი არიან ქართული ცეკვის მასწავლებლები და შედეგად
გამოვლინდეს, რამდენად საჭიროა შესაბამისი პროფესიული
მომზადება-გადამზადების კურსების შეთავაზება ქართულ ქორეოგრაფიულ
რეალობაში.
გთხოვთ შავსოთ პლიკაცია