გილოცავთ ხარებას!
მინდა თითოეულ მართლმადიდებელს მივულოცო ხარების დღესასწაული. მშვიდობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს. ეს დღესასწაული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი შინაგანი სამყაროს განახლებისა და გაძლიერების საწინდარი ყოფილიყოს. უფლისა და ღვთისმშობლის მადლი არ მოკლებოდეს ჩვენს სამშობლოს, ერთიან ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოში გვეცხოვროს.