კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამთ

კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი და კულტურის ინსტიტუტი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გენიალური ქართველი მსახიობის კახი კავსაძის გარდაცვალების გამო.

კახი კავსაძემ ქართულ კინოში 80-ზე მეტი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე შემქნა. მათ შორის, “ნატვრის ხე“ (იორამი) “მონანიება“ (მიხეილ კორეშელი) “მზე შემოდგომისა“ (სამსონი) “სიყვარული ყველას უნდა“ (კოლა) “ვერის უბნის მელოდიები“ (ინოჩენცი) “ღვინის ქურდები“ (ელიბო) “სამოთხის გვრიტები“ (ბრიგადირი) “მიჯაჭვული რაინდები“ (დონ კიხოტი) და სხვ. მსახიობის აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი “ღვთაებრივი კომედია“, თავადი კოწია “გუშინდელნი“, დევდარიანი “საბრალდებო დასკვნა“, ილიკო “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, სიმონ ჩაჩავა “კავკასიური ცარცის წრე”, ლორდ ჰასტინგსი “რიჩარდ III“ , კენტი “მეფე ლირი“ “, რასპუტინი “კვაჭი კვაჭანტირაძე“ , ბატონი დევი “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“. კახი კავსაძის მიღებული აქვს არა ერთი ჯილდო, პრემია და პრიზები: • 1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი • 1981: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი • 2001: იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი ,,იპო” • 2008: რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ,,ვარსკვლავი’’. • 2009: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი • 2010: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს და სრულიად საქართველოს.