საქართველოს ფოლკლორის ეროვნული
კონკურს-ფესტივალის მეორე ტურზე ჩვენმა ანსამბლმა „არტ საქართველო“
მორიგი წარმატება მოიპოვა. ჩვენმა მოცეკვავეებმა ქორეოგრაფიული ნომერი
„აფხაზური გლეხური“ (ქორეოგრაფ- რეპეტიტორი სერგო გეგეჭკორი) ხოლო,
ანსამბლ „დიოსკურიას“ მომღერლებმა აფხაზური სიმღერა „შვახა მარჯა“
(შრომის სიმღერა) წარმოადგინეს. საქართველოს ფოლკლორის ცენტრის მიერ
დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ ჩვენი ანსამბლების შესრულება
უმაღლესი ქულებით შეაფასა.





























