კულტურის
ინსტიტუტი
და
აფხაზეთის
სახელმწიფო
ანსამბლის
უფროსი
თაობა
ღრმა
მწუხარებას
გამოთქვამს
მოცეკვავის,
საქართველოს
სახალხო
არტისტის,
ომარ
მხეიძის
გარდაცვალების
გამო.
ომარ
მხეიძე
1953
წლიდან
იყო
საქართველოს
ხალხური
ცეკვის
ანსამბლის
წამყვანი
სოლისტი
(ხელმძღვანელი
ჯ.
ბაგრატიონი),
1954
წლიდან
-
საქართველოს
ხალხური
ცეკვის
ანსამბლის
მოცეკვავე
(ხელმძღვანელები
ნ.
რამიშვილი,
ი.
სუხიშვილი).
იყო
კინოკომპანია
„ჯიმ
შვანთეს"
ერთ-ერთი
დამფუძნებელი,
1984-1989
წლებში
-
თბილისის
სადღესასწაულო
რიტუალების
სასახლის
დირექტორი,
ე.
თაყაიშვილის
სახელობის
კულტურისა
და
ხელოვნების
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ქორეოგრაფიული
კათედრის
კონსულტანტი.
ომარ
მხეიძის
რეპერტუარიდან
განსაკუთრებით
დასამახსოვრებელი
და
შთამბეჭდავია
„ხევსურული
სიუიტა“,
„მხედრული“,
„შეჯიბრი“,
„მუხამბაზი“,
„მთიელ
ვაჟთა
ცეკვა“,
„ქაჯეთის
აღება“.
ომარ
მხეიძის
დამსახურება
არაერთი
ჯილდოთი
აღინიშნა.
ის
იყო
საქართველოს
დამსახურებული
არტისტი
(1963),
საქართველოს
სახალხო
არტისტი
(1971),
ღირსების
ორდენის
კავალერი
(1996).
სხვადასხვა
დროს
მიენიჭა
წლის
ადამიანის
(გაზეთი
„რაეო“,
2005),
ქართული
კულტურის
ამაგდარის
(ქ.
თბილისის
მერია,
2009),
ქართული
კულტურის
რაინდის
(საქართველოს
მწერალთა
შემოქმედებითი
კავშირი,
2013),
საუკუნის
მოცეკვავის
(საქართველოს
ქორეოგრაფიის
მოღვაწეთა
შემოქმედებითი
კავშირი,
2014),
ხელოვნების
ქურუმის
(საქართველოს
კულტურის
სამინისტრო,
2015)
წოდებები.
2014
წელს
(საერთაშორისო
ორგანიზაცია
„სახალხო
დიპლომატიამ“
გადასცა
საპატიო
სიგელი
„სახალხო
სიყვარული“,
როგორც
ორი
საუკუნის
ქართული
ცეკვის
ლეგენდას.
2016
წლის
8
ივნისს
პატრიარქ
ილია
მეორის
ინიციატივით
ფონდმა
„ქართულმა
გალობამ"
ქართული
ხალხური
ცეკვის
პოპულარიზაციაში
შეტანილი
განსაკუთრებული
წვლილისათვის
ხელოვანს
მიანიჭა
ღვაწლმოსილი
მოცეკვავის
წოდება.
2011
წელს
თბილისის
დიდი
საკონცერტო
დარბაზის
წინ
გაიხსნა
მისი
სახელობის
ვარსკვლავი.
კულტურის ინსტიტუტი და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა პატივს
მიაგებს
ომარ
მხეიძის
ხსოვნას,
უსამძიმრებს
მის
ოჯახს,
მეგობრებსა
და
კოლეგებს.