თქვენი დახმარება ჭირდება აფხაზეთის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის ვეტერან მოცეკვავეებს.
ანსამბლი ყოველგვარი დაფინანსების გარეშე რამდენიმე თვეა წარმატებით მოღვაწეობს კულტურის ინსტიტუტის ბაზაზე. მასში მოღვაწეობს აფხაზეთიდან დევნილი მოცეკვავეების, მომღერლების და მუსიკოსების 3 თაობა.
ანსამბლის მიზანია, ახალ თაობაში ქართული ხელოვნებისა და ფოლკლორის სიყვარულის გაღრმავება, ანსამბლის ისტორიის წარმოჩენა, ასევე აფხაზ მეგობრებთან კონტაქტების დამყარება, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
ანსამბლის რეპერტუარში
შედის რამდენიმე ცეკვა და სიმღერა, რისთვისაც ანსამბლს სჭირდება
სხვადასხვა სახეობის საკონცერტო კოსტუმები. კულტურის ინსტიტუტი
მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ კოსტიუმების
შეკერვაში
ანსამბლის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ანსამბლის თითოეული წევრისთვის, იმ თვალსაზრისით, რომ მათ სიცოცხლის ხალისი და სტიმული მიეცათ და მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ.
კულტურის ინსტიტუტი მოგმართავთ დახმარების თხოვნით, სურვილის გამოთქმის შემთხვევაში გთხოვთ, თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე:
GE57TB7850345067800006