ოფიციალური სახელი: გიორგი დარახველიძე
დაბადების თარიღი: 15 ივლისი, 1914
გარდაცვ. თარიღი: 25 ნოემბერი, 1982 (68 წლის
ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: ქ. თბილისი
კატეგორია: მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ლეხიდრისთავი, წყალტუბოს რაიონი.
დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1940 წელს.
1937 წლიდან ცეკვა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში; 1937-1938წწ. ცეკვავდა აღმოსავლეთ
საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდში; 1938-1939წწ. საკოლმეურნეო გუნდში;
1937-1941წწ. პარალელურად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და
საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; 1940-1941წწ.
გახდა ამ ანსამბლის სოლისტი; 1946-1949წწ. კვლავ სიმღერისა და ცეკვის
სახელმწიფო ანსამბლში დაბრუნდა; 1951 წელს მიიწვიეს საქართველოს
პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა ქორეოგრაფიული ანსამბლის
ხელმძღვანელად; 1957 წლიდან აყალიბებდა სხვადასხვა ქორეოგრაფიულ
ანსამბლს(ამიერკავკასიის რკინიგზის კულტურის სახლის,
ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს ანსამბლები, რუსთავის
"სალხინო"(1965-1969), "ქუთაისი"(1970–1975)); 1976-1982წწ. იყო
საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი
ქორეოგრაფი; მისი დადგმული ცეკვებიდან აღსანიშნავია: "სალხინო",
"ფარიკაობა", "ზემოხეური", "ახალგაზრდული", "აწკიპულა", "ალალმე",
"გოგმანი", "შურდულა", "სადარბაზო", "ძველი თბილისი"; ასევე ცეკვებს
დგამდა დრამატულ თეატრებში, კინოფილმებში და საოპერო წარმოდგენებში;
1977 წელს გააფორმა ო. თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცების" საცეკვაო
სცენები მოსკოვის დიდ თეატრში.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. –
გვ.318
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1973 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა X მსოფლიო ფესტივალი
(ბერლინი)
1962 - საქართველოს სახალხო არტისტი
1962 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VIII მსოფლიო ფესტივალი
(ჰელსინკი)
1959 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალი
(ვენა)
1957 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი
(მოსკოვი)