ელენე ჩიკვაიძე
დაბადების თარიღი: 7 სექტემბერი,
1910
გარდაცვ. თარიღი: მაისი, 1996 (85
წლის ასაკში)
კატეგორია: მსახიობი, პედაგოგი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისში მ. პერინის კერძო ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1929 წელს დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (მ. რომანოვასა და ა. ვაგანოვას კლასები).
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისში მ. პერინის კერძო ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1929 წელს დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (მ. რომანოვასა და ა. ვაგანოვას კლასები).
1924–1925წწ. იყო თბილისის ოპერისა
და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1929-1941 წლებში იყო
ლენინგრადის ს. კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის,
1943-1957 წლებში კი - მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტი;
1954–1956წწ. მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი;
1956–1982წწ. მოსკოვის დიდი თეატრის ბალეტმაისტერ–რეპეტიტორი; მის
ცეკვას ახასიათებდა უშუალობა, ლირიზმი. ქართული რეპერტუარი: მანიჟე(ა.
ბალანჩივაძე "მთების გული", 1938, პირველი შემსრულებელი); სხვა
რეპერტუარი: ჯულიეტა, ოდეტა–ოდილია(ჩაიკოვსკი "რომეო და ჯულიეტე",
"გედების ტბა"), ხასინტა(კრეინი "ლაურენსია", 1939, პირველი
შემსრულებელი, ბალეტმაისტერი ვ. ჭაბუკიანი), ჩერქეზი ქალი(ასაფიევი
"კავკასიელი ტყვე", 1938, ბალეტმაისტერი ლ. ლავროვსკი); წლების
მანძილზე იყო ვ. ჭაბუკიანის პარტნიორი; ბალეტის მოცეკვავე,
ბალეტმაისტერი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.118; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 532; http://kino-teatr.ru/teatr/acter/w/sov/263666/bio/
ჯილდოები, პრემიები და პრიზები 1976 - რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე 1948 - რსფსრ დამსახურებული არტისტი