16
თებერვალს,
12:00
საათზე,
თბილისის
დიდ
საკონცერტო
დარბაზში,
ცნობილი
მოცეკვავისა
და
ხელოვან-შემსრულებლის,
ომარ
მხეიძის
შემოქმედებისადმი
მიძღვნილი
საღამო
და
კონცერტი
„ბრავო,
ომარ!“
გაიმართება.
როგორც
„კვირას“
ორგანიზატორებმა
აცნობეს,
პროექტის
მიზანია
საქართველოს
სახალხო
არტისტის,
ომარ
მხეიძის
შემოქმედების
ღირსეული
აღნიშვნა
და
მისი
მოღვაწეობისადმი
მიძღვნილი
საზეიმო
კონცერტის
ჩატარება
თბილისის
დიდ
საკონცერტო
დარბაზში
(ფილარმონია).
„ბრავო,
ომარ!“
–
ამ
სახელწოდებით,
ლეგენდარული
მოცეკვავის
კონცერტები
და
შემოქმედებითი
საღამოები
უკვე
ტრადიციად
იქცა.
ამ
კონცერტებში
მონაწილეობს
ათულობით
გამორჩეული
საცეკვაო
კოლექტივი
საქართველოს
სხვადასხვა
რეგიონიდან,
რაც
ხელს
უწყობს
მათ
პროფესიონალურ
ზრდას.
უკვე
მრავალი
წელია,
ღონისძიებების
სერია
„ბრავო,
ომარ!“
ქართული
ქორეოგრაფიის
ზეიმად
გადაიქცა,
რომელსაც
ასობით
მონაწილე
და
ათასობით
მაყურებელი
ჰყავს.
მნიშვნელოვანია,
რომ
კონცერტი
იმართება
11
ივნისს
–
როდესაც
ქართული
ქორეოგრაფიის
დღე
აღინიშნება,
რითაც
კიდევ
უფრო
მეტად
ეწევა
პოპულარიზაცია
ქართულ
ხალხურ
ქორეოგრაფიას.
ქართული
ცეკვის
ლეგენდას,
სუხიშვილების
სახელოვანი
ანსამბლის
სოლისტს,
თბილისის,
ბათუმისა
და
ქუთაისის
საპატიო
მოქალაქეს,
ომარ
მხეიძეს,
სრულიად
საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა
„საუკუნის
მოცეკვავე“
უწოდა.
„ომარ
მხეიძე-ქართული
ცეკვის
გენია“
–
ასე
უწოდეს
მას
მწერალთა
და
ხელოვანთა
გაზეთ
„ქიმერიონში“
დაბეჭდილ
სტატიაში
(2012
წლის
#12).
მართლაც,
ომარ
მხეიძეს
ქართველი
მაყურებელი
იცნობს,
როგორც
გამოჩენილ
მოცეკვავესა
და
ხელოვან-შემსრულებელს.
ის
არის
საქართველოს
სახალხო
არტისტი,
ეროვნული
პრემიის
ლაურეატი,
ქართული
კულტურის
რაინდი,
ღირსების
ორდენის
კავალერი.
საქართველოს
კულტურისა
და
ძეგლთა
დაცვის
სამინისტროს
მიერ
ქართული
კულტურის
განვითარებაში
შეტანილი
წვლილისათვის,
დაჯილდოებულია
„ხელოვნების
ქურუმის“
წოდებით.
2005
წელს,
ის
აღიარეს
„წლის
ადამიანად“.
წლების
განმავლობაში,
არის
საქართველოს
ქორეოგრაფთა
კავშირის
საპატიო
თავმჯდომარე
და
პირველი,
ვისაც
თბილისის
ფილარმონიის
დიდი
საკონცერტო
დარბაზის
წინ,
განსაკუთრებული
ღვაწლისათვის
ქორეოგრაფიის
სფეროში,
ქალბატონ
ნინო
რამიშვილის
შემდეგ,
ვარსკვლავი
გაუხსნეს.
დაჯილდოებულია
საქართველოს
ქორეოგრაფიის
მოღვაწეთა
შემოქმედებითი
კავშირის
მიერ
„ბრწყინვალების
ორდენით“,
საქართველოს
მწერალთა
შემოქმედებითი
კავშირის
მიერ
„ქართული
კულტურის
რაინდის“
ორდენით
ქართულ
კულტურაში
განსაკუთრებული
ღვაწლისათვის.
http://kvira.ge/449151