ქართული ცეკვა ურეკის ფესტივალსა და
თეორიულ-პრაქტიკულ სემინარზე
ნათქვამია, კარგი საქმე არ წახდებისო. ურეკის ფესტივალიც კარგ საქმეთა შორის გვეგულება. მისი მომზადებისა და ჩატარებისათვის საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა მიზანდანიშნულად იმუშავა. 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით ჩატარებულმა დღეებმა მრავლისმთქმელი ფესტივალისა და სემინარის სახელი დაიმკვიდრა. მანამდე კი ურეკის ქორეოგრაფიულ ღონისძიებას სხვა საცეკვაო ფესტივალები უძღოდ წინ. „კავშირთან“ თანამშრომლობით ფესტივალები გაიმართა ახალციხეში, თბილისში, ბათუმში, ფოთში, ზესტაფონში, ცაგერში, წყალტუბოში, გორში, თელავში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში.
რეგიონალურმა ფესტივალებმა და ფესტივალ-კონკურსებმა ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნეს საქართველოს სხვადასხვა მხარეების საცეკვაო ხელოვნებაზე. გამოჩნდა ჯანსაღი ტენდენციები, რომ არ დაიკარგოს ხალხური მონაპოვრები, გვაცოდინეს ჩვენი შემოქმედების სიგრძე-განი, მოგვახმობინეს წარსული ნაცადი განწყობილებანი, საკუთრივ ის, რომ „კავშირის“ ისტორია ვერ დაივიწყებს სულმნათი თენგიზ სუხიშვილის, რეზო ჭანიშვილის და სხვა თანამოაზრეების სამაგალითო ინიციატივებს, რომლებიც ერთიან სულისკვეთებას ეფუძნებოდნენ.
ქართული ცეკვის ურეკის ფესტივალი და თეორიულ-პრაქტიკული სემინარიც ანალოგიურ მისწრაფებათა გამოხატულებაა. მართალია, მას არ ჰქონდა კონკურსის სახე, მაგრამ არც სცენური პაექრობისა და ასპარეზობის მიღმა დარჩენილა. კოლექტივებმა მიზნად დაისახეს წარმოეჩინათ თავიაანთი მხარის საცეკვაო შემოქმედება.
ფესტივალის დაწყების წინ მაყურებელს წარუდგნენ „კავშირის“ პასუხისმგებელი პირები, რომელთა გონივრულად დაგეგმილმა მუშაობამ სასიკეთო გარემო შექმნა. სიტყვით გამოვიდნენ გაზეთ „როკვა“-ს რედაქტორი დავით წულუკიძე, „კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილეები: პროფესორი ოლეგ ალავიძე, ზაურ ლაზიშვილი, იური ტორაძე. მათ ხალხს მოუთხრეს ფესტივალის დიდ მნიშვნელობაზე, გულწრფელად თქვს „კავშირის“ თავმჯდომარის რეზო ჭანიშვილის ორგანიზატორულ, მამულიშვილურ ძალისხმევაზე, მის საიმედო მიზანდასახულობათა შესახებ.
საცოდნელია, რომ ფესტივალზე სტილური თავისებურებით გამოვიდნენ თბილისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები „ლაშქარი“(ხელ-ლი ზვიად ხვედელიძე), „საყდრიონი“(ხელ-ბი: ციური ბაიაშვილი, გიორგი ბედოიძე), „ივერია“(ხელ-ლი ნოდარ ექსეულიძე).
დედაქალაქელებმა საინტერესოდ შეასრულეს თავიაანთი გამორჩეული ცეკვები: „მთიულური“, „მოხევური“, „განდაგანა“, „აჭარული“ და „პოპურად“ წოდებული ცეკვათა კრებული.
აჭარიდან ფესტივალში სამი მხატვრული ქორეოგრაფიული ანსამბლი მონაწილეობდა. ჩვეული ნიჭიერებით მოეფინნენ სცენას ბათუმელი „მთაწმინდელები“(ხელ-ლი გიორგი ფარსენაძე). მათი მასობრივი „მთიელ ქალ-ვაჟთა საზეიმო“ და „აჭარული სატრფიალო“ სანახაობრიობით და შესრულების მანერითაც შთამბეჭდავია. მახინჯაურის „ნაკადულელებმა“ „აჭარული სიუიტა“ ნაცადი სიცხადით წარმოაჩინეს, ტექნიკურად იცეკვეს „ხორუმ-განდაგანა“, სოფელ „ განთიადის“ ნორჩების „განდაგნამაც“ გაახალისა მაყურებელი(ხელ-ბი ზაზა ბოლქვაძე, ნაზი ჯინჭარაძე).
ბორჯომიდან სამი საბავშვო კოლექტივი გამოვიდა. ანსამბლ „მერმისის“ მოცეკვავეებმა ფერი და მარილი არ მოაკლეს „სვანურს“ და „აჭარულს“(ხელ-ლი ნინო ყეინიშვილი). ტრადიციულობის ნიშან-თვისებებით ხასიათდებოდა წაღვერის ანსამბლ „შევარდენი“-ს „ყაზბეგური“ და „ქალთა სალხინო“(ხელ-ლი ზურა გასიტაშვილი).
ბორჯომის ანსამბლ „იმედი“ „განდაგანა“-ს დადგმითა და საშემსრულებლო ნიჭიერებით გამოიკვეთა (ხელ-ლი თეა გაბელია). ქალაქ მცხეთის საბავშვო კოლექტივმა „ლაზარემ“ „წყვილური ქართული“ იცეკვა. „მთიელთა საზეიმოც“ მონდომებით შეასრულეს (ხელ-ლი მარინე და ვალერი აბაკელიები). თეთრიწყაროს „დიდგორელთა“ „რაჭული“ და“ყაზბეგური“ მამა-პაპური საფესტივალო სახიერებით ხასიათდებოდნენ (ხელ-ლი მარი ჟღენტი, თორნიკე ფარსადანიშვილი). დაბა „ჟინვალი“-ს ანსამბლი „მნათე“ ხალხურობის ერთგულია(ხელ-ლი კახა და სალომე მარკოიშვილები). მამა-შვილი გულიანად მუშაობს და წარმატებებსაც აღწევენ, ამის დასტურია მათი „მთიელ ქალ-ვაჟთა საცეკვაო“ და „აჭარული“.
ანსამბლ „ყვარელი“-ს მოზარდთა ხელოვნებას კარგად იცნობენ ჩვენში. ამჯერადაც იყვნენ ჩვეულ ფორმაში, თავი შეგვახსენეს მოწესრიგებული ჩაცმით, მხატვრული შესრულების ხელწერით, რისი დასაბუთებაცაა „სადარბაზო“, „მთიელ ქალთა ცეკვა“, „გარეკახური“ (ხელ-ლი სოსო ფუტკარაძე).
ფოთის „როკვას“ შემოქმედება შთამბეჭდავია და მისაბაძი. ქორეოგრაფი ედიშერ ალექსანდრია ცეკვებში „მთიელ ქალთა სალხინო“, „განდაგანა“ და სიუჟეტური კომპოზიცია-„კიდევაც დაიზრდებიან...“ თვალდასატანებელ სურათებს ქმნის. შთამაგონებელია თითოეული ცეკვის მუსიკალობა, ნახაზის ფერადოვანი მონაცვლეობა, დახვეწილად შესრულების მისწრაფება, ჩაცმა-სამოსელის სიკოხტავე.
ზუგდიდის რაიონის სოფელ „კახათის“ ბავშვთა ანსამბლი( ხელ-ლი გურამ ნარმანია) „აჭარული საზეიმოთი“ გაეცნო მაყურებელს. ტრადიციული ფორმა-შინაარსით წარმოაჩინეს ონის „ფაზისელებმა“თავიაანთი „რაჭული“ (ხელ-ლი ციური დვალაძე).
ფესტივალის მომდევნო დღეები დაეთმო თეორიულ და პრაქტიკულ სემინარს... დამსწრეთა ინტერესებში მოექცა ფესტივალის შედეგები. სემინარისა და ფესტივალის მოთავეებმა საქმის ცოდნით გააანალიზეს დღევანდელი საბავშვო ქორეოგრაფია. საერთოდ, ქართული ქორეოგრაფიის განვითარების ნიშან-თვისებანი.
გარდა ამისა, ქართულ სკოლებში წამოიწია ქართული ცეკვის საგნობრივი სწავლების, შემოქმედთა კვალიფიკაციის ამაღლების, საპატიო წოდებათა და სახელობითი პრემიების მინიჭების საკითხებმა.
გამოიკვეთა კავშირის რეგიონალურ ორგანიზაციებთან დამოკიდებულების, მათი უფლება-მოვალეობთა დაკონკრეტების აუცილებლობა. მსგავსად სხვა ფესტივალებისა, ურეკის ფესტივალმაც მიგვანიშნა ერთიან საზრუნვზე. კერძოდ, ის, რომ ბევრად მეტი იყო „მთიულური“ და „მოხევური“(ქალთა, ქალ-ვაჟთა, ვაჟთა) ცეკვები. მაშინ, როცა მხოლოდ ერთი „ხორუმი“ ვიხილეთ, საძებნელი გაგვიხდა „ფერხული-ფარცა-კუკუთი“, ლირიული „სამაია“, ლაზური შრომის ცეკვა „მებადური“.
ვერ მოვიწონებთ, რომ სამთიულურო ქალთა საცეკვაოებში ხელოვნურად ჩაუმატებიათ მამაკაცური წვივდაქნევები და გრძლივი მუხლჩატეხვები, „განდაგანა“-ში კი რუსული ბზრიალ-ტრიალი შეუტანიათ. სწორედ, ამგვარ ანომალიებზე წერდა დიმიტრი ჯანელიძე:“ძვირად გვიჯდება ქართული ინტელექტუალური პრესტიჟისათვის ზოგიერთი ფეხ და ხელმოცარული მოცეკვავისგან ქართული ცეკვის კეთილშობილების შერყვნა“.
ვფიქრობთ, დაგვინაღვლიანდა
სატრფიალო „ქართული“. ფრიდონ სულაბერიძის არ იყოს „ქართული“,
ტარიელისა და ნესტან დარეჯანის ცეკვაა“, და რა ძალა გვადგას, რომ
ჯეროვნად ვერ ვპატრონობთ მას. უნდა ითქვას, რომ გაურკვეველი არ
დარჩენილა ცეკვის სხვა საჭირბოროტო საკითხები. სემინარზე განიმარტა
შემოქმედებითი მუშაობის გარდაქმნის, სწავლების გაუმჯობესების
აუცილებლობა.
მეტად საჭირო მოხსენებები და
ლექციები მოისმინეს ქორეოგრაფებმა. თემატური აქტუალობით გამოირჩეოდნენ
ოლეგ ალავიძის მოხსენებები: „ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების
განვითარების თანამედროვე ტენდენციები“, „ქორეოგრაფიული პედაგოგიკის
აქტუალური საკითხები“, „ცეკვა საჯარო სკოლის სავალდებულო საგანთა
ნუსხაში“.
ჩვენს ნაშრომთაგან გამოვარჩიეთ „აჭარის საცეკვაო ფოლკლორი“, „ლაზური საცეკვაო ფოლკლორი“, „ქართული ცეკვის ტერმინთა გარკვევის საკითხები“, „ქართული ცეკვის სწავლების საგნობრივი პროგრამის რაობის შესახებ“.
საყურადღებო საკითხებია იური ტორძის „ქართული ცეკვის ზაფხული „ურეკი-2011“ და „საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის მე-V ყრილობის გადაწყვეტილებათა მნიშვნელობა“.
სასწავლო-შემოქმედებით მუშაობაში ტექნიკურ და სხვა თვალსაჩინო საშუალებათა გამოყენების ეფექტურ შედეგებზე ისაუბრა და სათანადო მასალები წარმოადგინა მურმან გამისონიამ. გამოცდილმა მენეჯერმა საქმის ცოდნით დააინტერესა ხელოვანები, შრომითი ორგანიზაციის პროფესიულ-შემოქმედებითი მოთხოვნებისა და იურიდიულ უფლებათა შესაძლებლობებით. აღსანიშნავია, რომ ქორეოგრაფთა ინტერესებში მოექცა ისტორიული და თეორიული შინაარსის პუბლიკაციების, საცეკვაო ილუსტრაციების სასწავლო-მეთოდური წერილების გამოფენა, რომელებიც თვალნათლივ აცოცხლებენ ქართული ცეკვის ცხოვრებას.
დავით წულუკიძის სატელევიზიო მონაპოვრებმა და ვიდეოჩანაწერებმა ნათელი მოჰფინეს XX საუკუნის 30-იანი და შემდგომი წლების ქორეოგრაფიულ შემოქმედებას. საჭირო მასალები საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა ბატონმა გიორგი უშიკიშვილმა მიაწოდა გაზეთ „როკვა“-ს რედაქტორს.
...გეგმადაუწურავად წარიმართა ოსტატობის კლასი. სემინარის მონაწილეები მონდომებით დაეუფლნენ ლაზური „მებადურის, „ხორუმის“ და „განდაგანას“ ახალ საცეკვაო ვარიანტებს.
სემინარმა სასიკეთო გეგმების მიზანდასახულობებისა და ჭეშმარიტი შემოქმედების სურვილბიც აღგვიძრა. მიგვანიშნა, რომ აუცილებელია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ცეკვის უმისამართო, უსახელო ფესტივალები და ნამდვილი ფესტივალ-კონკურსები. კითხვაც გაჩნდა, რა საკითხის საკონკურსო ღონისძიებებს ვუწოდოთ ფესტივალ-კონკურსის დათვალიერება, ოლიმპიადა და სხვა.
მიზანშეწონილად ვთვლით, რომ ჩავატაროთ ქალთა კომპოზიციების, ვაჟთა საცეკვაოების, თვით სატრფიალო „ქართულის“ დათვალიერება - კონკურსები. დღეს, ეს უმშვენიერესი ქმნილება ყველა ქართული ოჯახის ღირსებად უნდა ვაქციოთ. კვირეულებიც ვუძღვნათ მას, გავმართოთ ინდივიდუალური ასპარეზობანი, სამეცნიერო-თეორიული და პრაქტიკული ღონისძიებანი. თვალშისაცემია ისიც, რომ საბავშვო რეპერტუარიდან თითქმის განიდევნა თემურ-სიუჟეტური ცეკვები.
დრომ და ვითარებამ რეალობასთან დაგვაახლოვა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ საქართველოში გვქონდეს მეცნიერულად სრულფასოვანი წიგნი „ქართული ქორეოგრაფიის ისტორია“. ასეთი წიგნი „სულს დააჩნდების და საშვილიშვილოდ გადაეცემის“. ისიც ვიცოდეთ, რომ ცოტა როდია ჩვენი საუნჯის სხვათაგან მიკუთვნების მოუთოკავი წყურვილი, საამისოდ ქართული ცეკვის სივრცის დაცოტავებას ლამობენ.
ჩვენი საქმიანობის გარდაქმნის საყურადღებო ეტაპზე ისედაც გვახსენებს თავს „კავშირის“ მე-V ყრილობაზე წამოჭრილი საკითხები. წინადადებაა, რომ გაზეთი „როკვა“ ახალი სახელით მოგვევლინოს და „საქართველოს ქორეოგრაფია“ ვუწოდოთ. ეს სახელი ბევრად ტევადია და იდეურადაც მისაღები. გაზეთს სარედაქციო კოლეგიაც უნდა ჰყავდეს, რომელთანაც ჩვეული ნიჭიერებით იმუშავებს რედაქტორი დავით წულუკიძე.
მოვალენი ვართ „კავშირის“ გარკვული ღონისძიებანი, ორგანიზაციული საქმეებიც კი პერიოდულად გადავიტანოთ ცალკეულ რეგიონებში. მიზნობრივი გასვლები ბევრად გვაცოდინებს, თუ რა განწყობილებაა დედაქალაქის მიღმა, მოგვაპოვებინებს დაუნახავის დანახვის შესაძლებლობებს.
1924 წელს ჟურნალ „კავკასიონში“ კოტე მარჯანიშვილი წერდა: „ყველაზე მნიშვნელოვანია თეატრის ორგანიზატორებისთვის ძიება იმ გზებისა, რომლითაც მიდიოდა გაევროპიელობის დონემდე... ეს დიდმნიშვნელოვანია არამარტო ჩვენთვის, ეს დიდმნიშვნელოვანია მთელი ქვეყნებისთვის, რადგანაც რაც უფრო მეტია ორიგინალური გზები კულტურაში, მით უფრო ღირებულია კაცობრიობის მიღწევები“.
დიახ, ჩვენი შეუქცევადი თვალსაწიერია ვიაროთ იმ გზით, რომელიც ქართულ ქორეოგრაფიას ბევრად წაადგება, ერთსულოვნებასა და თვითმყოფად ორიგინალობას შეუნარჩუნებს. სწორედ ეს რწმენა, შთამაგონებელი სულისკვეთება ახასიათებდა ურეკის დატვირთულ დღეებს. ვერ ვიტყვით, რომ იგი უნაკლო, უშეცდომო იყო, მაგრამ მას ჰქონდა მისწრაფება ვიცოდეთ ქართული ცეკვის წარსული, დღევანდელობა და მყოფადისათვის ზრუნვის ამოცანა.

მურმან გამისონია
ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი, ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი,
UNESCO-CID ცეკვის საერთაშორისო საბჭოსა და ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია-EAFF წევრი; საქართველოს ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის წევრი