ურეკის ფესტივალი პრობლემების
შუქზე
ფოლკლორული ხელოვნების
მაცოცხლებელი ძალა, მისი საგანმანათლებლო და სასწავლო ღირებულება
უპირველეს ყოვლისა იმაში გამოიხატება თუ რამდენად ჰყავს მას
მომხმარებელი თანამედროვე სიტუაციაში და რამდენად ხშირად მიმართავენ
ცალკეულ ფოლკლორულ ნიმუშებს თანამედროვე ლოტბარები თუ
ქორეოგრაფები.
ვინც დღევანდელი ფოლკლორული ფესტივალების დღის წესრიგსა და ცალკეულ საკონცერტო ღონისძიებათა პროგრამებს დაჰკვირვებია, ადვილად შეამჩნევდა, რომ თანამედროვე ქორეოგრაფებს, თითქოს ამოჩემებული აქვთ ერთი და იგივე საცეკვაო ნომრები, რის გამოც ჟიურის წევრებსა თუ კონცერტზე დამსწრე რიგით მაყურებელს უწევს ნახოს ათობით `მთიულური~, `აჭარული~, `რაჭული~, `სვანური~ და სხვა კიდევ რამდენიმე ცეკვა. ეს ფაქტი შემთხვევითი არ არის. ამის თობაზე ხშირად იწერება და გარკვეული კამათიც მიმდინარეობს, მაგრამ ყველაფერი მაინც ძველებურად გრძელდება.
ვინც დღევანდელი ფოლკლორული ფესტივალების დღის წესრიგსა და ცალკეულ საკონცერტო ღონისძიებათა პროგრამებს დაჰკვირვებია, ადვილად შეამჩნევდა, რომ თანამედროვე ქორეოგრაფებს, თითქოს ამოჩემებული აქვთ ერთი და იგივე საცეკვაო ნომრები, რის გამოც ჟიურის წევრებსა თუ კონცერტზე დამსწრე რიგით მაყურებელს უწევს ნახოს ათობით `მთიულური~, `აჭარული~, `რაჭული~, `სვანური~ და სხვა კიდევ რამდენიმე ცეკვა. ეს ფაქტი შემთხვევითი არ არის. ამის თობაზე ხშირად იწერება და გარკვეული კამათიც მიმდინარეობს, მაგრამ ყველაფერი მაინც ძველებურად გრძელდება.
როგორც ჩანს, აღნიშნული მოვლენის
ერთერთი მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენს ანსამბლებსა და მათ ხელმძღვანელებს
ხელთ არ აქვთ საბავშვო რეპერტუარი და მეორეც, არსებობს სასცენოდ
გამოსადეგი ეფექტური ცეკვების ნიმუშები, რომელთა მაყურებლის წინაშე
გამოტანა იმის ილუზიას ქმნის, თითქოსდა ანსამბლში იმდენად კარგადაა
დაყენებული სასწავლო-აღმზრდელობითი და შემოქმედებითი მუშაობა, რომ
მოზარდები ასეთ რთულ რეპერტუარსაც კი `იოლად ძლევენ~. სინამდვილეში კი
თუ კარგად დავაკვირდებით სცენაზე რთული, მაგრამ ეფექტური ნომრების
გამოტანა, ძალიან ხშირად პრობლემის მიჩქმალვის, მისთვის წაყრუების
ნიმუშია და დიდი მასშტაბის მქონე ამოცანების გადაჭრასთან მას საერთო
არაფერი აქვს.
საბავშვო ქორეოგრაფიაში ბევრი სხვა
და ამასთან თავისი ხასიათით რთული პრობლემაც არსებობს. ყველა მათგანს,
ბუნებრივია, ვერც შევეხებით, ამიტომ უმჯობესი იქნება ყურადღება
გადავიტანოთ პრობლემათა გადაჭრის, მათი გააზრების დღეისათვის არსებულ
პრაქტიკაზე.
საქართველოს ქორეოგრაფიის
მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა, მიუხედავად თავისი არც თუ
ხანგრძლივი ისტორიისა, ამ მიმართულებით გარკვეული ტრადიცია შექმნა.
სწორედ ამგვარი ტრადიციის კერძო გამოვლინებას წარმოადგენს საზაფხულო
ქორეოგრაფიული ფესტივალების ის სერიული ღონისძიება, რომელიც დაბა
ურეკში ტარდება ივლისის დასაწყისში. სპეციალურად შერჩეულ ბაზაზე
იკრიბება საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლები, რომლებიც აქვე ატარებენ
რეპეტიციებს, გადიან ზოგადი და მიზნობრივი მომზადების კურსებს,
ისმენენ ლექცია-სემინარებს, ხოლო საღამოობით, ან კიდევ სპეციალურად
შერჩეულ დღეებში მონაწილეობენ საკონცერტო გამოსვლებში, რომელიც
შედგება ქ. ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ქობულეთში, თვით ურეკის
კულტურის სახლში და ა. შ. შეკრების პროცესში, რომელიც 5-10 დღეს
გრძელდება, ანსამბლების ხელმძღვანელები, რეპეტიტორები,
რეპეტიტორქორეოგრაფები ისმენენ მასტერ-კლასებს, გადიან
ტრენინგ-მეცადინეობებს, ესწრებიან სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის
განხილვის ღონისძიებას და ამით იმაღლებენ კვალიფიკაციას, თანაც ისეთ
პირობებში, რომელიც მისადაგებულია ზღვისპირა საზაფხულო დასვენების
გარემოს მოთხოვნებთან.
უკანასკნელ ხანს სწორედ ასეთი
შეკრება გაიმართა (2014 წლის 1-10 ივლისს) დაბა ურეკში. დაგეგმილ
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ ანსამბლები
რუსეთის ფედერაციიდან, თურქეთის რესპუბლიკიდან, ისრაელიდან,
სომხეთიდან, ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. მასში
ცხადია მონაწილეობდნენ ჩვენი ქვეყნის სხადასხვა კუთხის ანსამბლები,
მათი ხელმძღვანელები, პედაგოგ-ქორეოგრაფები და
მუსიკოს-შემსრულებლები.
შეკრების მონაწილეებმა გაიარეს
აქტიური მოსამზადებელი პერიოდი, ერთმანეთს გაუზიარეს დაგროვილი
გამოცდილება, დასახეს სამომავლო ამოცანები. მათთვის, გარდა საბაზო
შეკრებისათვის საჭირო შემოქმედებითი ღონისძიებებისა, ქ. ბათუმში
ჩატარდა ქორეოგრაფიული ხელოვნების შესახებ ბოლო ხანებში გამოცემული
ლიტერატურის პრეზენტაცია-განხილვა და მოეწყო ტრენინგ-მეცადინეობები.
ცალკეული ანსამბლების ხელმძღვანელებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა
გამართეს მასტერ-კლასები.
ურეკის შეკრების უდაო დადებით
მხარედ უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მასში მონაწილეობდა საქართველოს
ქორეოგრაფიის მოღვაწეთა მთელი ხელმძღვანელობა, აჭარის კულტურის,
მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს პირველი პირები, თვითმმართველი
ქ. ფოთის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ა.
შ.
ღონისძიების მონაწილე
სტუმრებისათვის მოეწყო არაერთი საექსკურსიო გასვლა, რაც სამომავლოდ
სათანადო შედეგს გამოიღებს და ხელს შეუწყობს ხალხებისა და ქვეყნების
დაახლოებას. ამ მხრივ ხაზგასასმელია ფესტივალში რუსეთის ფედერაციის
სამი კოლექტივის (ქ. მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, დონის როსტოვი), ასევე
თურქეთის რესპუბლიკისა და ისრაელის ანსამბლების მონაწილეობა.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ
ჩატარებულმა, უკვე ტრადიციად ქცეულმა ფესტივალის შედეგების ანალიზმა
ბევრი რამ გვასწავლა. აღმოჩნდა, რომ ამგვარ შეკრებებს, თუ მას
სათანადოდ არ მოვამზადებთ და სწორ მიმართულებას არ მივცემთ, სასურველი
მაღალი შედეგები არ მოაქვს. უახლოეს ხანში ჩვენს მიერ გაკეთებული
დასკვნები სათანადო ასახვას ჰპოვებს მცხეთა-ყვარელის ფესტივალზე, ხოლო
მათი სრული კომპლექსური რეალიზება მოხდება ისევ და ისევ შეკრებაზე,
რომელიც უკვე 2015 წლის ივლისის თვეში გაიმართება. საამისოდ მზადება
უკვე დაწყებულია, რაც, ვფიქრობთ სათანადო შედეგებსაც გამოიღებს.
წერილის დასასრულს ხაზი უნდა
გავუსვათ ერთ გარემოებას. გულსატკენია, რომ ჩვენს მიერ ორგანიზებულ
საფესტივალო ღონისძიებებს აშკარად აკლია შტრიხები, რომელსაც მას
აფხაზური და ოსური ნაკადების შემატება შესძენდა.
საფესტივალო კონცერტებზე,
ბუნებრივია აფხაზურ-ოსური წარმოშობის ცეკვებიც სრულდებოდა, მაგრამ ეს
ის ნიუანსი არ არის, რომელსაც ცოცხალი ურთიერთობების შეცვლა შეუძლია.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზური და ოსური ანსამბლები
ხშირად გამოდიან ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის მასშტაბით გამართულ
ანალოგიურ ღონისძიებებზე.
მაგრამ ეს მაინც სხვა მოვლენაა,
რადგან რუსული სინამდვილე არ შეიძლება იყოს და არც არის სამხრეთ
კავკასიური ხალხების კულტურის განვითარებისათვის საჭირო ბუნებრივი
გარემო. აქედან გამომდინარე არსებობს საფრთხე, რომ აფხაზური და ოსური
ცეკვები ან თავის თვითმყოფადობას დაკარგავს, ან კიდევ საკუთარ წვენში
მოიხარშება და წინსვლას ვეღარ შეძლებს.
იმედი გვაქვს აღნიშნული
მდგომარეობა დიდხანს აღარ გაგრძელდება და ძველი ტრადიციული
ურთიერთობები კვლავ თავის ძალმოსილებას დაიბრუნებს. მურმან
გამისონია
ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი,
ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი და
ხელმძღვანელი,
UNESCO-CID ცეკვის საერთაშორისო საბჭოსა და ფოლკლორული ფესტივალების
ევროპული ასოციაცია-EAFF წევრი; საქართველოს ფაზისის საერო-სამეცნიერო
აკადემიის წევრი