რეზო ჭანიშვილის ფენომენი
ეს პატარა ბუკლეტი ეძღვნება დიდი ქართველი ხელოვანის, ქართული
ქორეოგრაფიის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენლის ბატონი რეზო
ჭანიშვილის დაბადების 78 წლისთავს, რომლის ვარსკვლავი დეკემბერში
გაიხსნება დიდი საკონცერტო დარბაზის წინ. ძნელია ამ პატარა მოცულობის
ბუკლეტში სრულად ჩამოვთვალოთ ყველა ის ღირსება, რაც ბატონ რეზო
ჭანიშვილს ახასიათებს როგორ ხელოვანსა და მოქალაქეს, მაგრამ ჩვენ
მაინც ვეცდებით მოკლედ წარმოვაჩინოთ ღვთივკურთხეული ნიჭითა და
უკეთილშობილესი თვისებებით შემკული ადამიანი.
დავიწყებთ იმ ღირსებათა გრძელი ჩამონათვალით, რაც მის სახელს
უკავშირდება და რაც მეტნაკლებად იმ ღვაწლზე მიუთითებს, რაც მას
მიუძღვის ქართული ქორეოგრაფიის წინსვლასა და განვითარებაში, როგორც
უბადლო მოცეკვავეს, ქორეოგრაფსა და ქორეოლოგს.მაშ, ასე: რეზო
ჭანიშვილი - ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საერ-
თაშორისო პრემიის „ოქროს მარჯვენის“ ლაურეატი, წმინდა ექვთიმე
თაყაიშვილის მედლის, ღირსების მედლისა და ღირსების ორდენის კავალერი,
საქართველოს ქორეოგრაფიის „ბრწინვალებისა“ და „რაინდის“ ორდენის
მფლობელი. რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მსოფლიო
ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მერვე ფესტივალის ლაურეატი და ოქროს
მედლის მესაკუთრე.
განაგრძეთ კითხვა
რეზო ჭანიშვილი