დ. ჯავრიშვილი

წინათქმა
 
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა „ქართული ხალხური ცეკვის“  სერიით უკვე მესამე წიგნი გამოსცა (ლილი გვარამაძე, ავთანდილ თათარაძე, დავით  ჯავრიშვილი). ქრონოლოგიურად პირველად გამოცემის პატივი დავით ჯავრიშვილს  ერგებოდა, მაგრამ, სხვადასხვა გარემოების გამო, ეს აქამდე ვერ მოხერხდა. ვისაც მსგავს ნაშრომებზე უმუშავია, დაგვეთანხმება, რომ ასეთი წიგნების გამოცემა მეტად ძნელია, მით უმეტეს, როცა ბოლო პუბლიკაციასთან ნახევარ საუკუნეზე მეტი გვაშორებს: დავით  ჯავრიშვილის ნაშრომთა უმეტესობა ერთბაშად, 50-იან წლებში, გამოქვეყნდა (ცეკვა ქართული, ხორუმი, მთიულური ცეკვები, ქართული ცეკვის Hაწერის პირობითი ნიშნები, საინსტრუქციო და მეთოდური წერილები). შემდეგ იყო ხანგრძლივი პაუზა, მრავალგზის მცდელობა სახელმძღვანელოს — ქართული ცეკვის საფუძვლების — შექმნისა ან, თუნდაც, დასაბეჭდად გამზადებული ქართველ ქალთა ცეკვების გამოცემისა... თავად დავითის გარდაცვალებამდე და შემდეგაც, მისი ოჯახის წევრთა მცდელობით, ნაშრომი 20 წელი ყოველწლიურ შედიოდა საგამომცემლო გეგმაში და, რომ არა ნატა ჯავრიშვილის (დავითის რძლის) თავგამოდება, დღეს ქართველ ქალთა ცეკვებს ამ წიგნში ვერ ვიხილავდით (სწორედ ნატა ჯავრიშვილმა გადმოგვცა დასაბეჭდად ეს ნაშრომი, ამისთვის და ყველაფრისათვის დიდი მადლობა მას).
 
 

განაგრძეთ კითხვა.