დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელო _ ქართული ხალხური ცეკვა _ მოიცავს თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრულ კურსს.
ქართული ხალხური ცეკვები წარმოდგენილია ეთნოკულტურულ და ისტორიულ ჭრილში და მათ ურთიერთმიმართებაში. დეტალურადაა განხილული ქართული საცეკვაო ფოლკლორის კავშირი ხალხური შემოქმედების სხვა დარგებთან: სიმღერა, ზეპირსიტყვიერება, გამოყენებითი ხელოვნება (კოსტიუმი). გარჩეულია ზოგადი, საერთო და ლოკალური საშემსრულებლო ტრადიციები. წიგნში წარმოდგენილია საქართველოს თითოეული კუთხის ცეკვა მისთვის დამახასიათებელი საცეკვაო ლექსიკით, მუსიკალური მასალით, სამოსით და ა.შ.
დამხმარე
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის
ქორეოგრაფიული ხელოვნების დეპარტამენტის ქართული ცეკვის დამდგმელი
ქორეოგრაფის სპეციალობის ბაკალავრებისათვის, ქორეოლოგებისათვის,
მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელოთი
სარგებლობა მსურველებს შეუძლიათ თეატრისა და კინოს
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს
საბიბლიოთეკო სისტემის (სახელმწიფო, არასახელმწიფო, ადგილობრივ და
საუწყებო) ქსელში.