ქართული
ცეკვა,
მჩქეფარე,
როგორც
ალადასტური,
არაერთი
საუკუნის
ისტორიის
მქონე,
სარიტუალო
თუ
სახასიათო, სხვადასხვა
ჟანრისა
და
შინაარსის
არაერთგზის
დახვეწილი
და გამოქანდაკებული
ძეგლი
კულტურისა... ქართული
ცეკვა,
ჩვენი
დიდების
შარავანდედი,
ეროვნული სიამაყე,
მოძრაობებით
გადმოცემული
ქვეყნის
ისტორია.
დიახ, ისტორია!
თითოეული
ილეთი
ჩვენი
წარსულის,
ეთნოგრაფიისა
და
კულტურის,
ადამიანთა
ზნე-ჩვეულებების
გადაშლილი წიგნია,
რომელიც
მარტივად,
ყველასთვის
გასაგებ
ენაზე
იკითხება.
ამიტომ
გვიდგას
ფეხზე
მსოფლიო,
ამიტომ
გვიკრავს ტაშს
თავგამეტებით.
ქართული
ცეკვა
სააღმზრდელო
კუთხითაც
უმნიშვნელოვანესია.
ვინც
ამ
ფაქიზ,
ეროვნულ
შტრიხებს
შეეხება,
ვინც ერთხელ
მაინც
ქართული
როკვის
იმპულსს
მიაყურადებს,
ის არასდროს
ჩაიდენს
ავს!
ის
უკვე
ჟამთაღმწერელია,
თუნდაც მცირე
ასაკში,
ის
მაყურებელს
სცენიდან
ცეკვით
უამბობს ქართულ
ამბავს.
ოჯახი,
რომელიც
შვილს
ქართული
ცეკვის მადლს
აზიარებს,
უკვე
მაღალ
ეროვნული
იდეალებითაა
განმსჭვალული.
წიგნი,
რომელიც
ხელთ
გიპყრიათ,
სწორედ
ქართული,
ეროვნული
ღირებულებებითაა
გაჯერებული.
ეს
არის
გზამკვლევი იმ
პედაგოგთა
თუ
სტუდენტთათვის,
ვისაც
ამ
დარგის
სხვა თათვის
სწავლება
განუზრახავს.
წიგნში
სრულფასოვნადაა ახსნილი
თითოეული
ცეკვის
წარმომავლობა,
განვითარება, სწავლების
მეთოდიკა,
ლიბრეტოები
თუ
სხვა
მნიშვნელოვანი მასალა,
რომელთა
თავმოყრა
უზრუნველყო
სულით
ხორცადმე
შემოქმედმა
და
ამ
საქმის
კარგად
მცოდნემ,
კახა
ხერხაძემ,
რომლის
მთავარი
მიზანიც
ჩვენი
წინამორბედი
პედაგოგების
ღვაწლისა
და
შემოქმედების
არდავიწყება
და
დამწყებ პედაგოგთათვის
გამოცდილების
გაზიარებაა.
ნაშრომს
კიდევ უფრო
მეტ
ღირებულებას
სძენს
აუდიოალბომი,
(1 CD)
რომელიც
თან
ერთვის
გამოცემას.
აუდიო
მასალა
უნიკალურია
იმ თვალსაზრისით,
რომ
მასში
ჩაწერილია
გამოჩენილი
ქართველი
ქორეოგრაფ-ქორეოლოგის
-
ავთანდილ
თათარაძის
საუბარი ქორეოგრაფიული
ხელოვნების
შესახებ. ვფიქრობთ,
მიზანს
მივაღწიეთ
და
თქვენს
წინაშეა
ნაშრომი, რომელიც
ქართული
ქორეოგრაფიის
ლიტერატურისთვის
კიდევ
ერთი
მნიშვნელოვანი
შენაძენი
გახდება.
გივი
სიხარულიძე
მწერალი,
მსახიობი,
მოცეკვავე