გაზეთი #3 (44) ივნისი 2013 წელი (სპეცგაზეთი)

ჩემო მეგობრებო, მკითხველებო, გამიგებთ, მგონი, თუ რატომ ვწერ აწმყო დროში. ვიგონებ წარსულს და მის ნაკვალევზე ვეფერები კაცს!!! დიახ, პირველ რიგში, ადამიანს და შემდეგ დიდ ხელოვანს, საზოგადო მოღვაწეს, ლამაზ ბათუმელს და ჩემს მეგობარს თამაზ ბეჟანიძეს . ჩემო თამაზ, მე და თქვენ ხომ, კარგა ხანია, ერთადა ვართ და ამ პერიოდის განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობ თქვენს ზრუნვას. თქვენ პირდაპირ მეუბნებით ჩემს ნაკლს და მიქებთ იმ ნაბიჯებს, რაც კარგად გამომდის. გახსოვს ერთხელ ლექსი მასწავლე, შემიქე _ დაიმახსოვრე, მაგრამ გამოთქმით ვერ მეტყველებო. არადა, არ მინდა ამ ლექსს გამოთქმით ვამბობდე. (სამშობლო მთებო, შენი შვილი განებებს თავსა...) დიახ, ვხვდები შენი გამომეტყველებით რომ მეუბნები:
_ გეყოფა ახლა დაჯექი მანდ კაციეს ბიჭი, რამდენს ლაპარაკობ ჩემზე. ბატონო თამაზ, ცოტაც მაცადე. ვიცი, არ მოგწონს, როცა გაქებენ. არც შენი საღამოს გადახდა გინდა, იუბილე არ ჩაგვატარებინე. არ მოგწონს სავარძელში ჯდომა და გამომსვლელების ხოტბის მოსმენა. ახლა იმასაც მეტყვი, საქმემ უნდა წარმოაჩინოს ყველა და არა საუბარმაო. სწორედ ეგ არის, რასაც ვსწავლობ თქვენგან. როდესაც გადიდებს ერიც და ბერიც და თქვენთან ყოფნა, საქმის კეთება, ჭირის და ლხინის ატანა საამაყოა ჩემთვის!

... და ერთიც, მურადოვიჩ გაგიმარჯოს!.

ამირან პაიჭაძე

განაგრძეთ კითხვა
12.02.2018