ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტი 7 წელია რაც დაარსდა, თუმცა მაღალპროფესიონალი და დიდი გამოცდილების მქონე კადრების მეშვეობით მალევე მოახერხა თავის წვლილი შეეტანა ქართული ფოლკლორის კვლევასა და განვითარებაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად ინსტიტუტში 150 მსმენელი იმაღლებს კვალიფიკაციას უწყვეტი ერთწლიანი „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის; სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფ-მწვრთნელის პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში .
ინსტიტუტი სამი საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებულია, რომლებსაც ყოველწლიურად 1000-ზე მეტი ხელოვანი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კულტურის ინსტიტუტს აქტიური მხარდაჭერა აქვს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა:
UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID);
საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემია;
ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი „NCC GE ART“;
ხელოვნებისა და კულტურის განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“;
ინკლუზიური ცეკვის განვითარების ცენტრი.
2018 წლის 10 სექტემბრიდან კულტურის ინსტიტუტის ბაზაზე
მოქმედებს
ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის
პროფესიული გადამზადების პროგრამის
მსმენელთა
ანსამბლი „არტ-საქართველო“
ანსამბლის რეპერტუარი დაფუძნებულია ქართულ ფოლკლორზე, თუმცა ის ასევე
ასრულებს თანამედროვე ვარიაციებს.
2018 წელის Art-Folk Sakartvelo- 3
ჯერ მიწვეულ იყო ლატვიის ქალაქებში - რიგასა და ლიმბაჟში - სადაც
გამართა კონცერტები;
2018 წელს 1-19 სექტემბერში ორკვირიანი ინტენსიური ტურით
დოჰაში, კატარი, იმყოფებოდა.
2018 წლის ზაფხულში ჯგუფი
სპეციალური სტუმარი იყო ლატვიის ისტორიულ ქალაქ კულდიგაში გამართულ
საერთაშორისო ფესტივალზე. ანსამბლი ასევე აქტიურად მონაწილეობს
საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში.
2022 წელს მიიღო ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო პროფესიული რუსული დრამატული თეატრი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეროვნული ფესტივალი 2022-ის დასკვნითი კონცერტზე და მიღო დამსახურებული ჯილდო. ამას მოჰყვა რუსთაველის თეატრში 13 დეკემბერს გამართული საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი, სადაც ანსამბლმა მოწვეული სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
2023 წლის 11 თებერვალს, ქალაქ ერევანში, ვანუშ ხარამიანის სახელობის ფესტივალში, ანსამბლმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ამავე სამინისტროს სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის დეპარტამენტის დაფინანსებით მიიღო მონაწილეობა.
2023 წლის 18-19 მარტს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ზუგდიდში გამართულ გალა კონცერტში „მაესტრო 90“, რომელიც ეძღვნებოდა რეზო ბულიას (ანსამბლ „ჩელას“ დამაარსებელი) დაბადების 90 წლის იუბილეს.
2023 წლის 23 მაისს ანსამბლი სოლო კონცერტით, სლოგანით - „ჩვენ სიმღერა, ცეკვა, ხელოვნება გვაერთიანებს“, წარსდგა მაყურებლის წინაშე სრული პროგრამით თბილისში მდებარე საკონცერტო დარბაზ „თბილისი არტ-ჰოლში“. კონცერტს ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. ამავე კონცერტზე ანსამბლის წევრები დაჯილდოვდნენ მადლობის სიგელებით.
2023 წლის 19 ივნისს ანსამბლმა კიდევ ერთი სოლო კონცერტი გამართა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. კონცერტი გაიმართა ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.
2023-2024 წლის ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ,,არტ-გენის“ ფესტივალში.
2023 წლის 22 სექტემბერს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ცისკარი“ სახელობითი ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
2023 წელს 16 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე იმყოფებოდა ჩინეტის რესპუბლიკაში, საერთაშორისო ფესტივალზე.
2023 წლის 17 ნოემბერს ანსამბლი მაყურებლის წარსდგა ქ. თბილისში, პროფკავშირების სასახლეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ცისკრის“ მიერ ორგანიზებულ სოლო კონცერტზე.
2024 წელს 16 აგვისტოდან 22 აგვისტომდე იმყოფებოდა ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნესებრში. საერთაშორისო ფესტივალზე.
2024 წელს 16 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში, საერთაშორისო ფესტივალზე
2025 წლოს 26 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული'' რუსთავის მერიის ორგანიზებით;
2025 წლის 10 მაისი ფოლკლორის საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი „მომავალი ჩვენი „ ქართული ქორეოგრაფის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით;
2025 წლის 19-21 ივნისი ზუგდიდი-ანაკლია საერთაშორისო კონკურს- ფესტივალი «N1» ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი
2025 წლის 28-30 ივლისი ზუგდიდი - ხელოვნების_IX ფესტივალი
2025 წლის 15 ივლისიდან 20 ივლისი ჩათვლით კულტურის ინსტიტუტის ანსამბლი "არტ-საქართველო" იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში კერძოდ აქჩაბადი/ ტრაბზონში საგასტროლო მოგზაურობაზე და მუსიკისა და ხალხური ცეკვების (ფოლკლორი) 33-ე საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად.
2025 წლის 23 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით კულტურის ინსტიტუტის ანსამბლი "არტ-საქართველო" მიემგზავრება საგასტროლო მოგზაურობაზე XV World Championship of Folklore "World folk 2025" მონაწილეობის მისაღებად ბულგარეთის რესპუბლიკაში კერძოდ ნესებირი — (ანტიკური ქალაქი და მთავარი საკურორტო დასახლება შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ქალაქის ირგვლივ შექმნილია ნესებირის მუნიციპალიტეტი, ტერიტორია მიეკუთვნება ბურგასის ოლქს.
2025 წელი 29 დეკემბერს რაჭული ცეკვის ფოლკლორის საღამო შპს არტ-ჰოლის ორგანიზებით;
2026 წლის 1 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში განხორციელდა, უწმინდესი და უნეტარესი ილია ll - ს ლოცვა-კურთხევით ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელთა ანსამბლი „არტ-საქართველო“ დალოცა.
ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტი „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელთა ანსამბლი არტ-საქართველო.
· https://www.youtube.com/watch?v=9PVsGWCQCE4;
· https://www.youtube.com/watch?v=AS2pwMBFh-w
· www.youtube.com/watch?v=x02K451yal0&t=8s
· www.youtube.com/watch?v=J7-M1iIWMn0
· www.youtube.com/watch?v=8jTtIX3ving
· www.youtube.com/watch?v=hRK276wtXis
· www.youtube.com/watch?v=3qTRUcah_Yo&t=13s
· www.youtube.com/watch?v=6IwgR_g5yoQ&t=61s
· www.youtube.com/watch?v=fU_pbJ65uRE
· www.youtube.com/watch?v=8DeVP7-29sc
· www.youtube.com/watch?v=h8PRK-IiWLg
· www.youtube.com/watch?v=x02K451yal0&t=8s
