„ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის არაფორმალური განათლების (პროფესიის) აღიარების შესახებ

 

,, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება

" სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 21 აპრილის №438637 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №459 დადგენილებით დამტკიცებული „არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების “მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2023 წლის 24 აპრილის №448613 ბრძანებთ ა(ა)იპკულტურის ინსტიტუტს მიენიჭა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება. 2022 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით (№21740) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს მიერ, ა(ა)იპკულტურის ინსტიტუტს მიენიჭა „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის“ პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება, რის საფუძველზეც ინსტიტუტმა მოიპოვა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება.

შესაბამისად კულტურის ინსტიტუტი უფლებამოსილია გამოიყენოს ზემოაღნიშნული წესი „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის“ პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამით განსაზღვრული სწავლების შედეგების (პროფესიის) არაფორმალური განათლების აღიარებისათვის.

ააიპ კულტურის ინსტიტუტის „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის“ პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამით დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალების გასაცნობათ ეწვიოთ კულტურის ინსტიტუტის
 • საიდენტიფიკაციო კოდი 406260255 .
• ფაქტობრივი მისამართი ც. დადიანის 26 
• ელ-ფოსტა info.instituteofculture@gmail.com 
• ვებ-გვერდი: www.qor.org.ge 
• Facebook: კულტურის ინსტიტუტი 
• ტელეფონი:2354841; 2354821. 
• მობი: 593148326; 599556928; 592002300; 579003411; 59554541.


ხოლო არაფორმალური განათლებისა და პროფესიის აღიარების მიზნით აპლიკაციის შესავსებად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შესაბამის ვებ.გვერდს https://vet.emis.ge/#/assessment

• მხარდამჭერი ორგანიზაციები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.


წარსადგენი დოკუმენტების სია:

 
1 ეტეპის

1. განცხადება; 
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
3. არსებობის შემთხვევაში, არაფორმალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი:
4. შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლი, სამუშაოს აღწერილობა, ცნობა სამუშაო ადგილიდან, სერტიფიკატი და ა.შ.

 

2 ეტაპი

1. რეზიუმე / CV;

2. მაძიებლის პორტფოლიო; 

3. სამუშაო გამოცდილების შესახებ ანგარიშები;
4. ტრენინგზე დასწრების შესახებ სასწავლო ჩანაწერი და სერტიფიკატები; 
5. სამუშაო ჩანიშვნები და ჩანაწერი;
6. რეკომენდატორის მიერ გაცემული ცნობა ან/და ფოტომასალა; 

7. ვიდეო ჩანაწერები, პრეზენტაცია(ები); 
8. სხვა სახის მტკიცებულებები.

 

3-ეტაპი

· (არაკომერციული) იურიდიული პირი „კულტურის ინსტიტუტი“ არაფორმალური განათლების აღიარების მაძიებლისთვის გასაწევი მომსახურების საფასურის შესახებ ინფორმირების მექანიზმები რეგულირდება შესაბამისი წესით.
· არაფორმალური განათლების აღიარების მაძიებლის განცხადების განხილვის საფასური შეადგენს - 100 ლარს, გასაწევი მომსახურების საფასურის ღირებულება შეადგენს - 1500 ლარს. 
· მაძიებელი არაფორმალური განათლების აღიარების მოპოვების განცხადების განხილვის საფასურს იხდის დაწესებულების საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
·  დაწესებულების საბანკო რეკვიზიტებს წარმოადგენს - სს თიბისი ბანკი ა/ა GE68TB7850336080100005