წიგნები
იმ ერთ-ერთ ლამაზ სოფელ ცხემლისხიდში, რომელიც ქ.ოზურგეთიდან ხუთი კილომერითაა დაშორებული, არსებობს მართლაც გამორჩეული კარ-მიდამო,

გათლილ ქვის ბოძებზე შემდგარი, კრამიტით დახურული ოდა-სახლით,სწორედ ისეთით, როგორსაც მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებდნენ გურიაში შეძლებული ოჯახები;

ეს არის გიორგი სალუქვაძის მამა-პაპური კარ-მიდამო, რომელიც დღესაც მნახევლთა დიდ ყურადღებას იპყრობს. წარმოიდგინეთ ხავსმოკიდებული რიყის ქვის ყორე კოხტა მესრით, რომელიც ეზოს წინა მხრიდან უვლის; თაღოვანი ჭიშკარი, რომლითაც ვრცელ, მწვანედ აბიბინებულ "წინაეზოში" შეხვალთ, ხელმარჯვინვ ჭა ჩანს ოწინარით და მთლიანი ქვის გვიმით. ღობეს თავს დასცქერის რტოებგაშლილი "სამორავი ხეები" - რცხილა და იფნა. ეზოს სიღრმეში ნაყოფით დახუნძლული ხეხილია. თავისუფალ კუთხესთან, წყავის ქვეშ, სტუმრებს დინჯად ელოდება ფაქიზად ნაკვეთი ქვის მრგვალი მაგიდა. ეზოს სიღრმეში ერთსართულიანი წაბლის ოდა დგას, რომელსაც ფართო აივანი ამშვენებს თავისი ნახარატევი მოაჯირებით, ნაჩუქურთმევი სვეტის თავებითა და კამარებით. აივანს თითქოს შეზრდილა, თლილი ქვის კიბე.

განაგრძეთ კითხვა.