კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“ - Culture and Arts Development Union Art-Folk

კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი, რომლის მთავარ მისიას წარმოადგენს, ხალხური შემოქმედების, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის მოძიება, შენარჩუნება, პოპულარიზაცია და მისი მეცნიერული კვლევა;


ხალხური
ხელოვნების მოვლა-დაცვისა და განვითარების საკითხებზე საქართველოს რეგიონებში (რაიონი, ქალაქი, სოფელი) მოქმედი ხალხური შემოქმედებისა და მხატვრული თვითმოქმედების კოლექტივებისათვის, ფოლკლორული ჯგუფების, შემოქმედებითი გაერთიანებების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არსებული ფოლკლორის სტუდიების, თვითნასწავლი მხატვრების, ხალხური რეწვის ოსტატებისა და სახალხო მთქმელთათვის კვალიფიციური კონსულტაციების გაწევა;

საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ავთენტური ფოლკლორისა და ტრადიციული ქართული გალობის დაცვასა და განვითარებას;

საქართველოს რეგიონებში მიზნობრივი მივლინებებისა და სპეციალური ექსპედიციების მეშვეობით ფოლკლორული მასალის მოძიება, შეკრება-დამუშავება (გაშიფვრა) და ამ გზით ხალხური შემოქმედების დარგების (ჟანრების) მეცნიერული კვლევა და ანალიზი;
ადგილებზე მომუშავე კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ლაბორატორია-სემინარების, მასტერ-კლასებისა და ვორქშოფების ორგანიზება ცენტრსა და წარმომადგენლობებში (ცენტრებში);

კულტურული (ფოლკლორული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ფოლკლორის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;

ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებების (მათ შორის, საკონცერტო საქმიანობის) განხორციელება.

„არტ-ფოლკი“ 4 წელია რაც დაარსდა, თუმცა მაღალპროფესიონალი და დიდი გამოცდილების მქონე კადრების მეშვეობით მალევე მოახერხა თავის წვლილი შეეტანა ქართული ფოლკლორის კვლევასა და განვითარებაში. მისი დაფუძნებულია ფოლკლორის საგანმანათლებლო ინსტიტუტი, სამი საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი, რომლებსაც ყოველწლიურად 1000-ზე მეტი ხელოვანი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

„არტ-ფოლკს“ აქტიური მხარდაჭერა აქვს ისეთი ავტორიტეტული და მაღალი რანგის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა: ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია (EAFF) და იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID). EAFF წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორ ორგანიზაციას პროექტის განხორციელების პროცესში, ხოლო CID სრულად უჭერს მხარს პროექტის განხორციელების იდეას (მხარდამჭერი ორგანიზაციები)



მისამართი: საქართველო,თბილისი, ც. დადიანის ქ. 26 (თბილისი არტ ჰოლი)

ტელეფონი: +995593 14 83 26, +995592 00 23 00.

E-Mail: artfolkfest@gmail.com

ვებ-გვერდი: www.artfolk.ge

Facebook: Art-Folk Art-Folk  



 
 
Culture and Arts Development Union ,,Art-Folk" ,Whose main mission is to find, preserve, popularize and research Art-folk, folklore and ethnographic heritage;
 
Art-folk care and development issues in the regions of Georgia (district, city, village) for folk art and artistic self-help groups, for folklore groups, creative associations, folklore studios with cultural-educational institutions, self-taught artists, folk craftsmen Render;
 
Development of appropriate proposals and recommendations based on the study and analysis of public opinion, which will contribute to the protection and development of authentic folklore and traditional Georgian chants;
 
Finding, collecting-processing (deciphering) folklore material through targeted business trips and special expeditions in the regions of Georgia and in this way scientific research and analysis of folk art fields (genres);
Organizing laboratory-seminars, master classes and workshops in the center and representations (centers) in order to improve the qualification of the staff working on the spot;
 
Promoting the development of cultural (folklore) tourism and deepening international cooperation in the field of folklore;
 
Implementation of various events (including concert activities) in the regions of Georgia and abroad in order to popularize folk art.
 
 "Art-Folk" has been established for 4 years, but through highly professional and highly experienced staff soon managed to contribute to the research and development of Georgian folklore. It is home to the Folklore Education Institute, three international folklore festivals that are visited annually by more than 1,000 artists from around the world.
 
 Art-Folk has the active support of such authoritative and high-ranking international organizations as the European Association of Folk Festivals (EAFF) and the UNESCO International Dance Council (CID). EAFF is our partner organization in the project implementation process, and CID fully supports the project implementation idea. (Supporting Organizations) 

Address: Georgia, TBILISI, 26 Ts. Dadiani St. 
Tel: +995593 14 83 26, +995592 00 23 00.
E-mail:  artfolkfest@gmail.com;
Web-Site: www.artfolk.ge  
Facebook: Art-Folk Art-Folk