გაზეთი #4 (45) ივლისი 2013 წელი
26 ივნისს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწე- თა შემოქმედებითმა კავშირმა ჩაატარა კენჭისყრა, რაშიც მონაწილეობა მიიღო მრჩეველთა საპატიო საბ- ჭოს წევრებისგან შემდგარმა კომისიამ. ცნობისათვის, 6 თვით ადრე გამოცხადდა კონკურსი ცნობილი მოცეკვავის, სუხიშვილების სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, ბ-ნ ჯემალ ნავროზაშვილის სახელობის პრემიისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე. სახელმწიფო ანსამბლებს დაეგზავნათ წერილები, რომ წარმოედგინათ თავიანთი კანდიდატურები ახალგაზრდა მოქმედ მოცეკვავეთა რიგიდან. კომისიაზე წარსდგა ბ-ნ ფრიდონ სულაბერიძის (უმცროსის) კანდიდატურა ანსამბლ `რუსთავიდან~. ფრიდონი (უმცროსი) არის ერთ-ერთი წამყვანი მოცეკვავე (ცეკვა ქართულის შემსრულებელი) დღევანდელ ქორეოგრაფიაში. მიკერძოების თავიდან ასაცილებლად, თავმჯდომარის უფლებამოსილება ბ-ნ ფრიდონ სულაბერიძისაგან (უფროსი) გადაიბარა ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარემ ბ-ნმა რევაზ ჭანიშვილმა, ფარული კენჭისყრისას 21 მონაწილედან ფრიდონ სულაბერიძის (უმცროსი) კანდიდატურას მხარი დაუ- ჭირა 20-მა ქორეოგრაფმა.

განაგრძეთ კითხვა:
12.02.2018