გაზეთი #5 (46) ნოემბერი 2013 წელი
რეზო ჩხეიძისა და რეზო ბულიას საღამო სამების საკათედრო ტაძარში

საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირმა მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდული კულტურის ცენტრში, ჩაატარა ზუგდიდში მოღვაწე ქორეოგრაფების რეზო ჩხეიძისა და რევაზ ბულიას შემოქმედებისადმი, საქმიანობისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. ბატონი რეზო ჩხეიძე 85 წლისაა, რევაზ ბულია კი _ 80-ის. მთელი თავისი შეგნებული და შემოქმედებითი ცხოვრება ორმა ბატონმა ქართულ ქორეოგრაფიულ კულტურას, მომავალი თაობის ესთეტიკური აღზრდისა და პროფესიული განვითარების საქმეს მოახმარა. საღამომ თბილ და საქმიან ვი- თარებაში ჩაიარა. ქართული სცენის უდიდესმა ოსტატებმა: ომარ მხეიძემ, ფრიდონ სულაბერიძემ, თენგიზ უთმელიძემ, რეზო ჭანიშვილმა, ჰამლეტ კობეშავიძემ, გელოდი ფოცხიშვილმა, ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის მთელმა გამგეობამ უდიდესი პატივი მიაგო ბატონების რეზო ჩხეიძისა და რეზო ბულიას მიერ გაწეულ საქმიანობას. ისინი დაჯილდოვდნენ საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით.

განაგრძეთ კითხვა:
12.02.2018