გაზეთი #1 (47) იანვარი 2014 წელი
დადგება დრო, როცა ქართველი ხალხი იტყვის: `უკან ფოლკლორისაკენ!“

საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა 2012 წლის ბოლო დეკადაში შეიმუშავა უახლესი შუალედური და პერსპექტიული სამუშაო გეგმა, სადაც გათვალისწინებული იყო როგორც მეთოდურ-თეორიულ-პრაქტიკული მასტერ-კლასების, სემინარების, სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება, გაზეთის გამოშვება სისტემატურად, წიგნების გამოცემა, ასევე კავშირის ძირი- თადი საქმიანობა: არა მარტო ფესტივალების, კონკურსების, ოლიმპიადების ჩატარება, არამედ კონსულტაციების გაწევა ანსამბლებზე იმის მიხედვით, თუ რას აკეთებს ესა თუ ის ანსამბლი: სწორ გზაზე დგას, მიდის ეროვნული გზით, იღწვის ქართული საცეკვაო კულტურის განვითარებისა და ამაღლებისთვის, სიწმინდის მოძიებისთვის… ამ მიზნით 2013 წლის ბოლოს უამრავი კონცერტ-ფესტივალი გაიმართა: ნ. დუმბაძის სახელობის თეატრში, გრიბოედოვის სახ. თეატრში, არტ ჰოლში… ერთ-ერთი შემაჯამებელი, დამაგვირგვინებელი წლიური შემაჯამებელი გეგმისა გახლდათ კონცერტ-ფესტივალი არტჰოლში, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან უამრავი ანსამბლი სტუმრობდა თბილისს. წინა საახალწლოდ ძალიან კარგი განწყობა სუფევდა არტჰოლში. სწორედ აქ ვთხოვეთ ბ-ნ რეზო ჭანიშვილს ორიოდ სიტყვით გამოეთქვა თავისი აზრი.

განაგრძეთ კითხვა:
12.02.2018