გამომდინდარაბებს მიღმა კარგა ხანია გაზაფხული აღარ დგას
ძვირფასო მკითხველო, ჩვენი გაზეთის წინა ნომრის სარედაქტორო გვერდზე
განვითარებულ მსჯელობაში იმის გარკვევას ვცდილობდით თუ რა ბედი
შეიძლება ეწიოს ფოლკლორულ კულტურას, კერძოდ, ხალხურ ცეკვას სახვალიოდ,
ანუ გლობალიზაციის ეპოქის ცივილიზაციური ყოფის პირობებში. ვისაც
აღნიშნული წერილი წაკითხული აქვს, უსათუოდ შენიშნავდა, რომ იქ
ჩამოყალიბებულ დებულებებში ზოგადმეთოდოლოგიური გააზრების დონეზე
მონიშნული იყო ე.წ. სცილასა და ქარიბდას შორის გასაძვრომი გზის ის
კონტურები, რომელმაც ტრადიციული კულტურული ფასეულობანი უნდა გაიყოლიოს
და სამშვიდობოსაც გაიყვანოს. დრო და მასთან დაკავშირებული რეალიები
აჩვენებს, რომ ამგვარი მიდგომა არსებითად სწორი და გამართლებულია,
თუმცა იგი არასაკმარისი პირობაა პრობლემის სიმწვავის ბოლომდე
გასააზრებლად, ამიტომ საჭიროა წინ წავიწიოთ და მოვლენებს სხვა,
პარალელური რაკურსიდანაც დავაკვირდეთ.
განაგრძეთ კითხვა:
გაზეთი #3 (49) ივნისი 2014 წელი
12.02.2018