გაზეთი #5 (51) ოქტომბერი 2014 წელი
რედაქტორის გვერდი

ფოლკლორული ხელოვნება რომ ფესვებით კომპლექსური და გაუთიშავი მთლიანობაა, ეს არაერთხელ თქმულა და დაწერილა კიდევაც. საყოველთაოდ მიღებული დებულება, რომლის მიხედვითაც ფოლკლორულ არტეფაქტებს ხალხი ქმნის, ცხადია იმას არ ნიშნავს, რომ სადღაც, რომელიღაც დროსა თუ საათზე, ხალხის (ტომი, ეთნოსი, ერი...) რაღაც მასა იკრიბება და ერთობლივი ძალისხმევით თხზავს ლექსს, სიმღერას ან კიდევ საცეკვაო ნომერს, კვეთს ჩუქურთმას, აყალიბებს კერამიკულ ჭურჭლის ვარიანტებს და ა. შ. უმეტეს შემთხვევაში და, როგორც წესი, ფოლკლორული ხელოვნების ნიმუშს ქმნის ამა თუ იმ ეთნოსის წარმომადგენელი, სა- თანადო ნიჭითა და უნარებით დაჯილდოებული ინდივიდი. ამის მერე ამ უკანასკნელის მიერ შექმნილი ვარიანტი გადის ხალხში, გადაეცემა სხვებს, თაობიდან თაობას, ანუ სოციუმის დანარჩენ წევრებს, რომელთაც პირველქმნილ ვარიანტში შეაქვთ სიტუაციიდან გამომდინარე ცვლილებები, ხაზები, შტრიხები, ფერები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.

განაგრძეთ კითხვა:
12.02.2018