ქართული ცეკვის საგნობრივი პროგრამის რაობა
საქართველოს საჯარო სკოლებში ქარ- თული ცეკვის საგნობრივი სწავლების
შე- მოღება ცხოვრების მოთხოვნილებებმა გა- ნაპირობეს. ჩვენმა ხალხმა,
საზოგადოებრიობამ, გულითადად აღიქვა ამ მრავლისმთქმელი
გადაწყვეტილების კეთილგონივრულობა. მეტადრე, იგი ქართული
ქორეოგრაფიული ხელოვნების მესვეურთა ცხოველ ინტერე- სებში მოექცა.
ათეული წლების განმავლობაში ქო- რეოგრაფიის მოღვაწენი მოითხოვდნენ,
რომ სკოლებში დაგვენერგა ქართული ცეკ- ვის საგნობრივი სწავლება.
მაგრამ ბიუროკ- რატიული, გულგრილი მიდგომა უმართებუ- ლოდ ამუხრუჭებდა
მის განხორციელებას. დროის პროცესებს მხარი მაინც აება, ღირსსაცნობმა
მოვლენამ სასიკეთო გზა- კვალი გაიკაფა. საქართველოს განათლე- ბისა და
მეცნიერების სამინისტროში მონ- დომებით დამუშავდა ქართული ცეკვის
საგნობრივი პროგრამა. მკაფიოდ გამოჩნ- და, რომ საფუძვლიანი პროგრამის
შედგენა არცთუ იოლი საქმეა.
განაგრძეთ კითხვა:
გაზეთი #4 (32) ქოტომბერი 2011 წელი