"არგინეთი" თბილისობაზე
წლევანდელ თბილისობაზე, ისევე როგორც წინა წლებში, საქართველოს ყველა
რეგიონის ქორეოგრაფიული სტუდიები და ანსამბლები იყო წარმოდგენილი.
გამორჩეულად წარმა- ტებით გამოვიდა ხულოს მუნიციპალიტეტის კულტურის
ცენტრთან არსებული ბავშვთა ქო- რეგოგრაფიული ანსამბლი “არგინეთი”
(ხელ- მძღვანელი გურამ ბოლქვაძე). მაყურებელი ოვაციებით ხვდებოდა
არგინეთელთა მიერ შესრულებულ ყველა ცაკვას.
ეს იყო ანსამბლის წევრებისა და მათი ხელმძღვანელის თბილისუ- რი
წარმატების დღე. ითქვა, რომ ამ შესანიშნავ ანსამბლს მომავალშიც
მოიწვევენ “თბილისო- ბის” ტრადიციულ დღესასწაულზე. იმ დღეს ანსამბლის
ხელმძღვანელს და ბავშ- ვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომა- რის
მოადგილემ ანზორ ბოლქვაძემ უმასპინძლა. ეს სამახსოვრო ფოტოც სწორედ
მაშინ გადაიღეს.
მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლში 80-მდე ბავშვია და მუნიციპალიტეტის
თითქმის ყველა სოფელს აერთიანებს. აჭარის მთავრობის დაფი- ნანსებით
ბავშვებისათვის საცეკვაო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
განაგრძეთ კითხვა:
გაზეთი #5 (33) ნოემბერი 2011 წელი