გაზეთი #1 (35) იანვარი 2012 წელი
დიდქართველნი

 

ჩვენს სალოცავ ქვეყანას ყველა დროში უჩნდებოდა დიდქართველ- ნი, ერის სულიერ ცხოვრებაში რომ შეჰქონდათ „კვალი განათლებული”. უწმინდესი და უნეტარესი, სრუ- ლიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთა- ვარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, ამ მხრივ, მართლაც საამა- ყოა და მისაბაძი. ღირსებაშემკულ სასულიერო მოღვაწეს უდიდეს პა- ტივს მიაგებს ერი და ბერი, ახალ- გაზრდობა, სხვა ერის და მრწამსის მოქალაქენი. იგი ავტორიტეტულია ჩვენი სამ- შობლოს მიღმაც, რასაც განაპი- რობებს მისი სიბრძნე, ღრმა განს- წავლულობა და კეთილგონიერება, ეროვნული ქრისტიანული რწმენის- თვის მოუღლელი გუთნისდედობა. სწორედ მის პიროვნულ გამორჩე- ულობას შეესატყვისება დიდი ილია მართლის ნააზრევი XIX საუკუნის 50-იან წლებში რომ თქვა მღვდელ- მთავარ გაბრიელ ქიქოძეზე: „არვი- ცით, რომელ მხრიდამ დავუწყოთ ყურება, რადგანაც ყოველ მხრიდამ დიდებული სანახავია... თვითეული წამი მისის ცხოვრებისა - მოძღვრე- ბაა, მაგალითია, ანდერძია ჩვენთვის და ჩვენის ქვეყნისათვის. ერთადკი მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი სკოლაა მაღალსათნოებისა და სიყ- ვარულისა, მართლისა და ჭეშმარი- ტებისა, მადლისა და მოწყალები- სა”...

უწმინდესი და უნეტარესი დღენი- ადაგ შთაგვაგონებს, ვუერთგულოთ უკვდავებასთან ნაზიარებ მოწოდე- ბას: „მამული, ენა და სარწმუნოება”, რომელიც მან ასე გააფართოვა: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” და გვითხრა - „თუ ადამიანი დაკარგავს ღვთის რწმენას, თავის სამშობლოს და კეთილ ურთიერთობებს, ეს ცუ- დად დასრულდება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხ- მაროთ ადამიანებს, მნიშვნელობა არ აქვს, ის რომელი რწმენის და ეროვნებისაა”. დიახ, ყველა სიკე- თეს წვდება და ესიყვარულება მისი მაღალსათნოების, უშრეტი აზროვ- ნების სიცხადე. განაგრძეთ კითხვა
06.02.2018