გაზეთი #2 (42-43) აპრილი-მაისი 2013 წელი
2013 წლის 13-14 აპრილს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით ჩატარდა ,,სანიმუშო სახალხო ქორეოგრაფიული კოლექტივის~ წოდების მქონე და ამავე წოდებაში წარდგენილ კანდიდატთა დათვალიერება-ფესტივალი. ჩატარებულმა ღონისძიებამ აჩვენა, რომ საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარება, მიუხედავად ზოგიერთი ნაკლოვანებისა, ძირითადად სწორი გზით მიემართება. საჩვენებელ ანსამბლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევიან თავისი საქმის პროფესიონალი ქორეოგრაფები, რომელთა კვალდაკვალ დიდ და სერიოზულ მუშაობას ატარებენ ახალგაზრდა თაობის ნიჭიერი წარმომადგენლები. დარწმუნებულნი ვართ, მოკლე ხანში აღნიშნული ანსამბლებიც სულ მალე მოიპოვებენ საჩვენებელი, სახალხო ანსამბლების წოდებას. ქორეოგრაფიის შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელობამ წარმატებული ანსამბლები და მათი ხელმძღვანელები დააჯილდოვა სპეციალური დიპლომებით, მედლებითა და ორდენებით.
განაგრძეთ კითხვა:
12.02.2018