გაზეთი #9 (55) ივნის-ივლისი 2015 წელი


მოზარდთა და ახალგაზრდული ხალხური შემოქმედების XXI საერთაშორისო ფესტივალის `ჩემი ლამაზი ქვეყანა-ქობულეთი 2015~ და `ფოკლორის (ქორეოგრაფიის) ბავშვთა და ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალის კავკასია- 2015~ მონაწილეებსა და სტუმრებს: გვჯერა, ეს ფესტივალი სიყვარულისა და იმედის დიდი ზეიმი იქნება, ბევრი ახალგაზრდისათვის დამოუკიდებელი შემოქმედებითი გზის ნათელი საწყისი. ორი საერთაშორისო ფესტივალი `ჩემი ლამაზი ქვეყანა-ქობულეთი 2015~ და `კავკასია-2015~, რომელიც ერთობლივად ტარდება _ ის ნაბიჯია, რამაც უნდა ააღორძინოს ქართული კულტურა, ჩვენი ლამაზი ქვეყნის ყველა კუთხის მომავალი თაობა და, რაც მთავარია, უნდა მოხვდეს სხვადასხვა ქვეყნების მოზარდების, ხელოვანების და კულტურის მოღვაწეების დამეგობრება, შემოქმედებითი გამოცდილების გაცვლა. ხელოვნებას არ აქვს საზღვარი, ეს არ არის უბრალო სიტყვები, დრომ მოიტანა, რომ ასეთი დღესასწაულები საჭიროა ჩვენი ცხოვრებისათვის. მოზარდთა შორის ურთიერთმეგობრობა, ხელოვნებისადმი სიყვარული, ეს ის ფესვებია, რომელიც დაეხმარება მომავალ თაობას, გახდეს კეთილი და სულიერად მდიდარი.

განაგრძეთ კითხვა:
12.02.2018