ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება და, საერთოდ, `ქართულად~
არსებობის წესი, როგორც ბატონი ლევან სანიკიძე იტყოდა, აზიისა და
ევროპის მაერთებელ შუასახსარზე დაყრდნობილი დედამიწის შუბლის
სამხრეთით გაშლილი ქვეყნის _ საქართველოს არცთუ ვრცელ ტერიტორიაზე
ჩამოყალიბდა. აღნიშნულ სივრცეს დასავლეთით და აღმოსავლეთით გადაშლილი
ორი ზღვა აძლევს სასუნქთ არტერიას. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის
ამაყი მთა-ქედები შემოფარგლავს, ხოლო სამხრეთიდან მიბჯენილია
ანტიკავკასიონზე, წინა აზიის შუა მონაკვეთზე, ანატოლია-სომხეთ-ირანზე.
მეცნიერ-მკვლევარები ბოლომდე ვერ შეთანხმებულან და ხშირად კამათობენ
მის შესახებ: სწორედ აღნიშნულ არეალში ჩაისახა, განვითარდა და აქედან
განივრცო ქართული კულტურულ-ცივილიზაციური ყოფის წესი თუ ჩვენი უშორესი
წინაპარი ოდესღაც დღევანდელი აღმოსავლეთის ვრცელი, თვალგადაუწვდენელი
სივრცეებიდან დაიძრა და მცოცავი გადაადგილების მერე საბოლოოდ
დაემკვიდრა ორ ზღვას შუა მდებარე `კავკასიის შუბლის~ მიდამოებში.
განაგრძეთ კითხვა:
გაზეთი #11 (57) ნოემბერ-დეკემბერი
12.02.2018