კულტურული ერთობით განპირობებული სახელმწიფო პოლიტიკური ერთიანობა
თითოეული თქვენგანი, ვისაც საქართველოს მასშტაბით გამართულ
ფესტივალკონკურსებში მონაწილეობა მიგიღიათ, უსათუოდ შეამჩნევდით, თუ
რა გატაცებით ასრულებენ ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული თქვენი
თანატოლები ამათუიმ კუთხის ცეკვებს. მათ შორისაა აჭარული `განდაგანა~,
გურული `ფერხულიფარცაკუკუთი~, სვანური `ცერული~, მეგრული `ჯანსულო~,
სახასიათო-სახუმარო `რაჭული სუიტა~, ოსური `სიმდი~, აფხაზური
`შარათინ~, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელი
`მოხევური~, ხევსურული `ფარიკაობა~, თუ- შური `საზეიმო~, ასევე
ქართლ-კახეთისა და მესხეთ-ჯავახეთის ცეკვები და ა.შ. ეს სრულიად
ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ჩვენ ერთ ისტორიულ ფესვზე ამოზრდილ
ქვეყანას, ერთ დიდ ხალხს წარმოვადგენთ და ყველანი ვალდებულნი ვართ
გავუფრთხილდეთ ამ ერთობას, გადავარჩინოთ და განვავითაროთ კიდეც ჩვენი
საერთო წინაპრების მიერ შექმნილი ტრადიციული კულტურა. თუ ვინმეს
ჰგონია, რომ ამგვარ დასკვნამდე მხოლოდ ჩვენი თაობა მივიდა და
მამაპაპანი ასევე არ ფიქრობდნენ, ის უთუოდ ცდება. ნათქვამის
დასამტკიცებლად რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. დავიწყოთ უძველესის
გახსენებით, თანაც ჩვენთვის ხელმისაწვდომი პერიოდიდან.
განაგრძეთ კითხვა:
გაზეთი #12 (58) იანვარ-თებერვალი
12.02.2018