გაზეთი #13 (59) მარტ-აპრილი 2016 წელ-ilovepdf-compressed

არავის არ სძინავს ისე არეულად, როგორც რომ სიტყვის და ცეკვის ოსტატებს


მაქვს პატივი, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის, ანუ სიტყვის ოსტატთა სახელით ჯერ გაზაფხულის დადგომა მოგილოცოთ ცეკვის ოსტატებს და მერე დამდეგი ყრილობა! მართალია, პაოლო იაშვილის ლექსის დედანში, საიდანაც ეს სტრიქონებია ამოღებული, ცეკვის ოსტატების ნაცვლად ჭადრაკის ოსტატები წერია, მაგრამ, არ მგონია, ამ მცირე პერიფრაზმა ქვეყანა დააქციოს! მით უმეტეს, სიტყვის შეცვლა რა მოსატანია იმასთან შედარებით, როცა ჩვენმა თანამედროვე ჭორვილელმა მზეჭაბუკმა (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ!) ჯერ ხალხისთვის მიუღებელი ხელისუფლება შეცვალა და მერე ჩვენივე ქვეყნის ფლორა და ფაუნა! მე კიდევ ასეთ დიად ადამიანებთან გატოლების სურვილი სიზმრადაც არ მომლანდებია! არადა, ღმერთო ჩემო!

განაგრძეთ კითხვა:

12.02.2018