მსმენელთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად პროფესიული გადამზადების პროგრამაზე
 

"დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება"


კულტურის ინსტიტუტში ტარდება მსმენელთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად პროფესიული გადამზადების პროგრამაზე


 ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე;
 ქართული ხალხური სიმღერის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე;
 სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფ-მწვრთნელის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე;
 ქორეოგრაფიული ანსამბლის მსახიობი-მოცეკვავის" პროფესიული მომზადების პროგრამაზე;

I ტური - გასაუბრება

 ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე (ზეპირი ფორმით) მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით. შემოწმდება მსმენელის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო ქორეოგრაფიის, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა დარგების მიმართულებით.

 ქართული ხალხური სიმღერის პროფესიული გადამზადების პროგრამა

I ტური - გასაუბრება

 გასაუბრება ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე (ზეპირი ფორმით) მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით. შემოწმდება მსმენელის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო ხალხური სიმღერისა და საკრავების, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა დარგების მიმართულებით. შემოქმედებითი ტურები ტარდება სხვა მსმენელების თანდასწრებით.



II ტური - შემოქმედებითი ტური

 ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე;
 სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფ-მწვრთნელის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე;
 ქორეოგრაფიული ანსამბლის მსახიობი-მოცეკვავის" პროფესიული მომზადების პროგრამაზე;

• მსმენელის ვიზუალი უნდა შეესაბამებოდეს ქორეოგრაფიულ სტანდარტებს;
• საკუთარი ცეკვის შესასრულებლად უნდა იქონიოს საჭირო რეკვიზიტები;
• მსმენელმა უნდა წარმოადგინოს საცეკვაო ფრაგმენტები (არანაკლებ ოთხისა – შესაძლებელია სხვადასხვა ჟანრის ქორეოგრაფიული ფრაგმენტის შესრულება) ცეკვის მუსიკალური აკომპანიმენტი ჩაწერილი უნდა ჰქონდეს 2 CD დისკზე ან მეხსიერების ბარათზე/რეგისტრაციის დროს წინასწარ მიუთითოს აკომპანიმენტის საჭიროება და შესასრულებელი ცეკვის დასახელება;

 ქართული ხალხური სიმღერის პროფესიული გადამზადების პროგრამა

შესარჩევ ტურზე მოწმდება მსმენელის მუსიკალური მონაცემები: სმენა, ხმა, ინტონირება; აქვს თუ არა გამართული სასიმღერო აპარატი. აბიტურიენტმა უნდა შეძლოს გაიმეოროს შეთავაზებული მელოდია, გამოიცნოს ინტერვალები, გამოამჟღავნოს მუსიკის ელემენტარული თეორიის ცოდნა. მას უნდა ჰქონდეს ლოტბარ-რეგენტის პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელი უნარები.

გამოცდა - გამოცდაზე გასული მსმენელისათვის მოთხოვნები რთულდება. აბიტურიენტმა უნდა შეასრულოს ჩამონათვალში მითითებული, კომისიის მიერ შერჩეული სიმღერა და საგალობელი ხმათა მონაცვლეობით. შემოწმდება აბიტურიენტის ზოგადი ცოდნა და ინტერესები, როგორც ხალხური სიმღერის, ასევე საეკლესიო გალობის რაობის შესახებ; სასურველია აბიტურიენტი ფლობდეს რომელიმე ინსტრუმენტს (ფორტეპიანო, ქართული ხალხური საკრავები).

1. ქრისტე აღდგა (სვანური)
2. ასე ჩონგური (მეგრული)
3. გოგოვ შავთვალა (ქართლური)
4. ვარდსა ჰკითხეს (გურული)
5. ლაჟღვაში (სვანური)
6. ბაღია ჩვენი ქვეყანა (გურული)
7. მოვედით თაყუანის-ვსცეთ (გელათის სკოლა)
8. მეგრული ალილო
9. კახური ნანა
10. ოკრიბული/იმერული მგზავრული.


მხარდამჭერი
ორგანიზაციები

საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი



სახელწოდება()იპ კულტურის ინსტიტუტი;
· საიდენტიფიკაციო კოდი 406260255
· ფაქტობრივი მისამართი თბილისი . დადიანის 26 (თბილისი არტ-ჰოლი)
· ელ-ფოსტა info.instituteofculture@gmail.com
· ვებ-გვერდი:www.qor.org.ge. www.artfolk.ge.   
 ·Facebook: კულტურის ინსტიტუტი · ტელეფონი:2354841; 2354821. · მობი: 592002300; 598677533; 593148326.



16.01.2022