გაზაფხულის რითმები

გაზაფხულის რითმები

ფესტივალის ორგანიზატორი: საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი


  • მხარდამჭერი ორგანიზაციები: UNESCO International Dance Council (CID); ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია-EAFF; ააიპ კულტურის ინსტიტუტი; კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის“ რედაქცია.ვეტერან ქორეოგრაფთა საქველმოქმედო, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრი.
  • ჩატარების  დრო და ადგილი: საქართველო, ქ, თბილის  2019 წლის 25-29 აპრილი
  • მიზანი:ფოლკლორული შემოქმედების განვითარება; მსოფლიოსა და ქართული  ფოლკლორული კულტურის გაცნობა, მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარება, ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის  გრძნობის  გაძლიერება, შემოქმედებითი კონტაქტების გაღრმავება, ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების პოპულარიზაცია, ქორეოგრაფთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება.ცალკეული  ქვეყნებისა და რეგიონების ფოლკლორული ხელოვნების თავისებურებათა შესახებ თეორიული მოხსენებების მოსმენა, ურთიერთგაცნობისა და ცოდნის ჰორიზონტის გაფართოების მიზნით.
  • ფესტივალის მონაწილეები: ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა  ქვეყნისა და საქართველოს ფოლკლორული კოლექტივები, ასაკი განუსაზღვრელია.
  • ჩატარების პირობები:  მონაწილეები წარსდგებიან კონცერტზე ორი ნომრით (3-5 წუთით) შემდეგ ნომინაციებში: ფოლკლორული ცეკვვები, ფოლკლორული სიმღერები, (ანსამბლები); ხალხური გამოყენებითი ხელოვნება (გამოფენის გამართვა), დასკვნით ღონისძიებაში.
    მონაწილენი წარდგებიან მხოლოდ ერთი ნომრით.  მუსიკალური გაფორმება დასაშვებია როგორც ცოცხალი შესრულებით ასევე ფონოგრამით. ფესტივალის მონაწილენი განაცხადთან ერთად წარმოადგენენ პროგრამას (აუდიო, ვიდეო, სარეკლამო ნიმუშებს, საგაზეთო და ბუკლეტისათვის საჭირო მასალებს),  ფესტივალის მონაწილენი დაჯილდოვდებიან ლაურეატის დიმლომითა და მედლებით, ასევე ფასიანი საჩუქრებით.

მისამართი: თბილისი, ც. დადიანის  ქ. #26, ტელეფონი/ფაქსი+99532 35 48 41
                             E-mail: info@artfolk.ge: qor.union@gamil.com; choreographers_union@mail.ru;
                             www.qor.ge. www.artfolk.ge 

16.02.2019