შემოქმედებითი საღამო - უჩა დვალიშვილი

შემოქმედებითი საღამო - უჩა დვალიშვილი

 

 ამა წლის 5 მაისს, 20 საათზე, საქართველოს  ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით, თბილისის  დიდ საკონცერტო დარბაზში ტარდება  გამოჩენილი ხელოვანისა და საზოგადო  მოღვაწის, შოთა რუსთაველის   თეატრისა და  კინოს სახელმწიფო  უნივერსიტეტის  პროფესორის, საქართველოს  ფოლკლორის  სახელმწიფო ცენტრის  ქორეოგრაფიული მიმართულების მთავარი სპეციალისტის, ქართული ქორეოლოგიის მკვლევარის, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორის, ხელოვნებათმცოდნეობის  დოქტორის, ემერეტუსის  საპატიო წოდების მფლობელის, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „როკვას“ სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი ქორეოგრაფის უჩა დვალიშვილის  საიუბილეო საღამო და სახელობითი ვარსკვლავის  გახსნის  ცერემონიალი.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: IUNESCO-ს ცეკვის  საერთაშორისო  საბჭო (CID);  ფოლკლორული ცეკვების    ევროპული ასოციაცია (EAFF); ქ. თბილისის მერია;  საქართველოს კულტურის პალატა; კულტურის ინსტიტუტი; ხელოვნებისა და  კულტურის განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“; ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი; ვეტერნ ქორეოგრაფთა   საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი;  შპს „ვარდის  სახლი“; კულტურის ცენტრი „არტ-ჰოლი“ და ინტერტელევიზია   „ვარსკვლავები Stars.ge“.

16.02.2019