a(a)ip kulturis instituti
N-E(N_C)LE INSTITUTE OF CULTURE
ბრძანება / O R D E R
თბილისი / Tbilisi #3 „ 23 “ თებერვალი 2022
აა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის დაარსების თაობაზე
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი „კულტურის ინსტიტუტის“
წესდების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაარსდეს ა(ა)იპ - „კულტურის ინსტიტუტის “ბათუმის ფილიალი (შემდგომ: ფილიალი);
2. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულპირის კულტურის ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დებულება (დანართი 1)
3. “ბათუმის ფილიალი“ მიენიჭოს ა(ა)იპ - „კულტურის ინსტიტუტის “ საიდენტიფიკაციო კოდი #406260255.
4. ფილიალის დებულების შესაბამისას ფილიალის დირექტორად დაინიშნოს და მისი ყველა უფლება-მოვალეობა მიენიჭოს მირანდა ბაღდადიშვილს (პ/ნ 61001002830);
5. ფილიალის მისამართად განისაზღვროს: საქართველო, ქალაქი ბათუმი, ალექსანდრე პუშკინის ქუჩა, N 21;
6. ფილიალის ელექტრონულ ფოსტად განისაზღვროს: m.baghdadishvili.art.folk@gmail.com;
7. ფილიალის ტელეფონის ნომერად განისაზღვროს: 591712028;
8. ბრძანება ოფიციალური გაცნობის მიზნით გამოქვეყნდეს ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტსა და მის ვებ-გვერდზე www.artfolk.ge. www.qor.org.ge
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
კულტურის ინსტიტუტის დირქეტორი,
UNESCO-CID ცეკვის საერთაშორისო საბჭოსა და
ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია-EAFF წევრი;
საქართველოს ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის წევრი
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულპირი
კულტურისინსტიტუტის
ბათუმის ფილიალის
დებულება
ქ.თბილისი, 2022 წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულპირიკულტურისინსტიტუტის (შემდგომში „ინსტიტუტი“) ბათუმის ფილიალი (შემდგომში „ფილიალი“) წარმოადგენს, ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს.
1.2. ფილიალი თავის საქმიანობას წარმართვას, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ინსტიტუტის წესდების, დირექტორის ბრძანებებისა და წინამდებარე დებულებების შესაბამისად.
1.3. ფილიალი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანგარიშვალდებულია ინსტიტუტის წინაშე.
მუხლი 2. ფილიალის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
2.1. ფილიალის ამოცანებია ინსიტიტუტის წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება აჭარის რეგიონში.
2.2. ფილიალის ფუნქციებია ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საჭიროა ამ მუხლის 2.1. პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
მუხლი 3. ფილიალის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
3.1. ფილიალი წარმოადგენს ინსტიტუტის ორგანიზაციულ-სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც ხელმძღვანელობს ფილიალის დირექტორი.
3.2. ფილიალის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე (დირექტორი).
3.3. ფილიალის დირექტორი:
ა) წარმართავს ფილიალის საქმიანობას;
ბ) ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვალდებულია მიიღოს დირექტორის თანხმობა, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) დირექტორის თანხმობის გარეშე იღებს გადაწყვეტილებს სასწავლო პროცესსა და სტუდენტებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ საკითხებზე;
დ) დირექტორის თანხმობის გარეშე ინსტიტუტის სახელით დებს და ხელს აწერს შრომით ხელშეკრულებებს ფილიალში დასაქმებულ პირებთან;
ე) დირექტორის თანხმობის გარეშე ანაწილებს მოვალეობებს ფილიალის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს.
ვ) დირექტორის თანხმობის გარეშე გამოითხოვს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულებისგან ფილიალის მუშაობისთვის საჭირო ინფორმაციას.
ზ) დირექტორის თანხმობის გარეშე ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ინსტიტუტს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.
თ) ახორციელებს ამ დებულებით, ინსტიტუტის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3.4. ფილიალის თანამშრომელი პირი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მისი სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შესაბამისი რესურსი და ინვენტარი.
ბ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ინსტიტუტის შესაბამისი სტურქტურული ერთეულისგან თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში განსაზღვრული ფუნქციის შესრულების მიზნით.
მუხლი 4. ფინანსები და ანგარიშგება
4.1. ფილიალს აქვს პირადი საბანკო ანგარიში.
4.2. ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ანაზღაურება უნდა ჩაირიცხოს ფილიალის საბანკო ანგარიშზე.
4.3. ფილიალი დაბულების მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის იყენებს საკუთარ ფინანსურ რესურს.
4.4. ფილიალი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ინსტიტუტს წარუდგინოს თავისი საქმიანობის ფინანსური ანგარიში.
მუხლი5. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
5.1. ფილიალისრეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება ა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარის (დირექტორი) ბრძანებით.
მუხლი6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
6.1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანა ხორციელდება ა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარის (დირექტორი) ბრძანებით.
6.2. წინამდებარე დებულება ძალაშია დამტკიცებისთანავე.
მურმან გამისონია
კულტურის ინსტიტუტის დირქეტორი,
UNESCO-CID ცეკვის საერთაშორისო საბჭოსა და
ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია-EAFF წევრი;
საქართველოს ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის წევრი