ვულოცავთ იუბილარს!
წლები მიდის და ვიცვლები. მოთმენა და პატიება ვისწავლე. სიჩუმემ დამღალა. ვეღარ ვპასუხობ ყალბ კითხვებს, ორაზროვან დარიგებებს, გამოხატვა მაცალეთ, იქნებ ხვალ გვიანი იყოს და, ამიტომაც, ვუთხრათ ერთმანეთს თბილი სიტყვები, დავაფასოთ სიცოცხლე.
მანანა ამაშუკელი
კულტურის ინსტიტუტის ადმინისტრაცია დაბადების დღეს (13 მარტი) ულოცავს ქალბატონ მანანა ამაშუკელს - „თბილისი არტ-ჰოლის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორს, მხატვარ-დიზაინერს. ქალბატონმა მანანამ სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა მეგობრებს - დაბადების დღის ორიგინალურად აღნიშვნა გადაწყვიტა და „თბილისი არტ-ჰოლის“ სცენიდან გააცნობს ყველას თავის განვლილ წლებს, გაკეთებულ საქმეებს და არც გასაკეთებელსაც არ დაივიწყებს. რას აღნიშნავს? ცხოვრების გავლილ ნახევარს - 60 წელს. მომავალი 60 წლის შესახებ კი 2086 წელს გიამბობთ იმავე სცენიდან (ალბათ, იმ დროს „თბილისი არტ-ჰოლიც“ იქნება). ისემ სხვათა შორის, „თბილისი არტ-ჰოლსაც“ ექნება იუბილე და ვიფიქროთ, როგორ აღვნიშნოთ ეს იუბილე. ქალბატონ მანანას ვუსურვებთ ბედნიერებას, წარმატებებს, ოჯახურ სიკეთეს.