საერთაშორისო ფესტივალი "არტ-ფოლკ ფესტ"

2026 წლის 29 მარტს ქალაქი თელავი, ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირ "არტ-ფოლკისა" და ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო ფესტივალ "არტ-ფოლკ ფესტ"-ის დასკვნითი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები, მათ შორის მონაწილეობა მიიღო საპატიო სტუმრის სტატუსით ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელთა ანსამბლი „არტ-საქართველო“-მ, მათ წარმოადგინეს ტრადიციული ცეკვები და მაყურებლისგან მოწონება დაიმსახურეს. 

            ღონისძიების დასასრულს,  მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა  ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირ "არტ-ფოლკისა" და ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის  დამფუძნებელი და დირექტორი მურმან გამისონია, მან ყველას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვისა და ფესტივალში მონაწილეობისთვის.  რის შემდეგაც გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც თითოეულმა ანსამბლმა სპეციალური დიპლომი და საპატიო პრიზი მიიღო.



მხარდამჭერები:

 UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID) ; 
ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია- EAFF; ;
შპს "ვარდის სახლი" ; ტელეკომპანია 12.