საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტი, ალექსანდრე
ქართველიშვილი ა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტის“ საგანმანათლებლო
პროგრამის – „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის
პროფესიული გადამზადების კურსის“ მთავარ ქორეოგრაფად და კონსულტანტად
დაინიშნა.
ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციებს შორის არსებული მემორანდუმისა და
მჭიდრო თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა. რაც ნიშნავს ქართული
ხალხური ცეკვის სფეროში პროფესიული განათლების ახალ ეტაპზე
გადასვლას.
ალექსანდრე ქართველიშვილის მრავალწლიანი გამოცდილება და ავტორიტეტი
პროგრამის მონაწილეებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, დაეუფლონ
საცეკვაო ხელოვნების მაღალ სტანდარტებს. იგი აქტიურად ჩაერთვება
სასწავლო პროცესის მართვაში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა
სადადგმო ხელოვნებას (კომპოზიციას) და ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის
სწორად შენარჩუნებას.
„კულტურის ინსტიტუტის“ პროფესიული გადამზადების პროგრამა მიზნად
ისახავს ისეთი კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ
ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციების ღირსეულად გაგრძელებას. ბატონი
ალექსანდრეს ხელმძღვანელობით, კურსი კიდევ უფრო გაძლიერდება
პრაქტიკული და თეორიული მიმართულებებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ კულტურის
ინსტიტუტის ოფიციალურ პლატფორმებს.
