ოჯახის სიწმინდის დღის საყოველთაო მსვლელობა თბილისში


 
თბილისი, საქართველო — 17 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული, მასშტაბური სახალხო მსვლელობა მოეწყობა. საზეიმო ღონისძიებაში სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის“ მსმენელები.

 
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საყოველთაო შეკრება და საზეიმო მსვლელობა 11:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. მონაწილეები თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართებიან, სადაც მრევლს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს